თავში

ფოთის პორტის რეკონსტრუქციისთვის 30 მილიონი დოლარი გადმოირიცხა

ფოთის პორტის რეკონსტრუქციისთვის 30 მილიონი დოლარი გადმოირიცხა
ფოთის პორტის რეკონსტრუქციისთვის 30 მილიონი დოლარი გადმოირიცხა

ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაგვესტიმულირებინა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები. ამის მაგალითი გახლავთ, ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის სრული რეკონსტრუქციის ეტაპი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, რომ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნშვნელოვანია თანამედროვე ინფრასტუქტურის მქონე პორტების არსებობა და ფოთის პორტის რეკონსტრუქცია უახლოეს დღეებში დაიწყება.

„მასში პირდაპირ ინვესტიციებს ახორციელებს ამერიკული ფონდი და ეს პროექტი დაიწყო უკვე. უკვე გადმოირიცხა 30 მილიონი დოლარი. ამ პროექტის სრული ღირებულება გახლავთ 93 მილიონი დოლარი. სამუშაოები დაიწყება უახლოეს დღეებში. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია, როგორც სახელმწიფოს ზრუნვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, ასევე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების, არა მხოლოდ უსაფრთხოებისა და დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც. ამას ჩვენთვის ეკონომიკური შინაარსის გარდა აქვს სხვა დატვირთვაც. ყველაფერთან ერთად ჩვენ რა თქმა უნდა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინვესტიციები ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში და ფოთის პორტი როგორ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიბჭე ქვეყნის უფრო უნდა განვითარდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შავი ზღვისპირეთში, საქართველოში საზღვაო ინფრასტრუქტურა და საპორტო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე, განვითარებული და ხელი შევუწყოთ ყველაფერს, მათ შორის ახალი პორტების მშენებლობასაც“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაც აფინანსებს სახელმწიფო, არ შეჩერებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system