თავში

ფულადი გზავნილები ორი კვირაა მცირდება

ფულადი გზავნილები ორი კვირაა მცირდება
ფულადი გზავნილები ორი კვირაა მცირდება

ფულადი შემოდინებები წინა კვირასთან შედარებით შემცირდა და 14-20 დეკემბრის პერიოდში წ/წ -5% შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ეკონომიკის ყოველკვირეულ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ყველაზე მაღალ ზრდას აჩვენებს ახლა უკვე სომხეთთან ერთად. ასევე, ზრდის დადებით მაჩვენებელს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდან. 

რუსეთიდან შემოდინებები წ/წ 20%-ით შემცირდა. 

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) შემოდინებების ზრდის ტემპი დადებითი გახდა და წ/წ 6% შეადგინა. 

შემოდინებების ზრდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან, საიდანაც ფულადი გზავნილების ყველაზე დიდ წილს შეადგენს, 14-20 დეკემბრის პერიოდში წ/წ -3%-ით შემცირდა.

ფულადი გზავნილები შემცირდა გასულ კვირასაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system