თავში

ფულის გათეთრების რისკი საქართველოში

ფულის გათეთრების რისკი საქართველოში
ფულის გათეთრების რისკი საქართველოში

სპეციალისტების განმარტებით, რეგულაციების გამკაცრებით ფულის გათეთების საფრთხის შემცირება შესაძლებელია, თუმცა შედეგი საბოლოოდ კანონმდებლობის აღსრულების ეფექტიანობაზე იქნება დამოკიდებული. საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე report.ge-თან იმ ფაქტორებზე საუბრობს, რაც მისი თქმით, ფულის გათეთრებას განაპირობებს.

,,რისკი მაღალია, რადგან ფულის გათეთრება არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ ქვეყანაში მოპოვებული შავი ფულის გათეთრება ხდება, არამედ შესაძლოა ამ მიზნით საბანკო სისტემა იქნეს გამოყენებული. რეგულაციების სისუსტე, სამართალდამცველი სისტემების არაეფექტური მუშაობა რისკს ზრდის. საქართველოში კორუფციის ფაქტები შეიმჩნევა, ამიტომ ფულის გათეთრების მასშტაბი შეიძლება გაფართოვდეს, რის საპირისპიროდაც რეგულაციების გამკაცრება მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, თუკი მოხდება აღსრულება და შერჩევითი სამართალი გამოირიცხება. ფულის გათეთრებით შესაძლებელია, რომ საბანკო სისტემის გარეთ არსებული ფული მოექცეს ბანკების ხელში. ეს არის ფულის გათეთრება კლასიკური გაგებით. ცხადია, ეს არის ის ფული, რომელიც მოპოვებულია ტრეფიკინგის გზით, პროსტიტუციით, ნარკოტიკებით ვაჭრობით, ქრთამის აღებითა და გადასახადების დამალვით. შესაძლოა, გაიტანონ ეს ფული ოფშორულ ზონებში და შემდეგ უკვე გადაამისამართონ, სადაც სურთ. ეროვნულ ბანკს შეუძლია ეს პროცესი ბანკების მეშვეობით გააკონტროლოს", - განმარტავს თუთბერიძე.

მისი თქმით, ფულის გათეთრების კონტროლი ძალიან რთულია, რადგან საამისოდ ნებისმიერი ქვეყნის ფინანსური დაწესებულება გამოიყენება. თუთბერიძე ამას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს და თვლის, რომ პრობლემის დასაძლევად აუცილებელია მთელი მსოფლიოს ძალისხევა. თუმცა, მისივე თქმით, ფულის გათეთრებასთან ბრძოლას აქვს სერიოზული ბარიერი, რომელსაც ზოგიერთ ქვეყანაში არსებული საბანკო საიდუმლოს დაცვის წესი ქმნის. სწორედ ამიტომ საზღვარგარეთ გატანილი ფულის კონტროლი თითქმის შეუძლებელი ხდება.

ცნობისთვის, საქართველოში ფულის გათეთრების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება. საკანონმდებლო ორგანოს მთვარობამ კანონპროექტი უკვე წარუდგნა.

კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება სრულ თანხვედრაშია MONEYVAL-ის მიერ 2019 წელს გაკეთებულ რეკომენდაციასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system