თავში

გაიზრდება თუ არა კომუნალური გადასახადები

გაიზრდება თუ არა კომუნალური გადასახადები
გაიზრდება თუ არა კომუნალური გადასახადები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) სამი წლით დადგენილი ტარიფების ვადა იწურება. წლის ბოლოს სემეკმა კომპანიებს ახალი ტარიფები უნდა დაუდგინოს.

ენერგეტიკოსების აზრით, ლარის კურსის გაუფასურების გამო, ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა გარდაუვალია, რადგან ლარის კურსი არა პირდაპირ, თუმცა ირიბ გავლენას მაინც ახდებს ტარიფების გაანგარიშებაზე. 

ენერგეტიკოსი გია არაბიძე განმარტავს, რომ სამი წლის წინ სემეკმა კომპანიებს ტარიფები 2.63 კურსის გათვალისწინებით დაუდგინა, ანუ მაშინ 1 დოლარი 2 ლარი და 63 თეთრი ღირდა. მას შემდეგ ლარი დოლართან თითქმის 60 თეთრით გაუფასურდა. ენერგეტიკოსი ამბობს, რომ, თუ ახალი კურსით არ დადგინდება ტარიფი, ენერგოკომპანიებს გაუჭირდებათ ინვესტიციების განხორციელება. 

სპეციალისტების განმარტებით, ენერგოკომპანიებს ლარის გაუფასურებით საინვესტიციო და საოპერაციო ხარჯები გაეზარდათ და მათი შევსება-დაბალანსება ტარიფის ზრდით უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევში, ენერგეტიკას სერიოზული პრობლემა შეექმნება ორი მიმართულებით.

"პირველი ესაა იმპორტი. დენის შეძენა დოლარში ხდება, აქ კი რეალიზაცია ლარში და თანაც სამი წლის წინ დადგენილი ტარიფით. იცით, რომ შარშან დენის იმპორტი მილიარდ 600 მილიონს უტოლდებოდა. ეს არაა პატარა მაჩვენებლი. გარდა ამისა, ენერგოკომპანიებს ინვესტიციის ჩადება უწევთ თავიანთ საქმიანობაში. ანუ დოლარი-ლარის კურსის გარდა, ტარიფში გასათვალისწინებელი იქნება ინვესტიციებიც. ეს კი ფასის ზრდის ლაბათობას ზრდის," - გვიხსნის ენერგეტიკოსი. 

"გალტ&თაგარტის" ენერგობაზრის ექსპერტების განმარტებით, ლარის კურსის გარდა, ტარიფის ზრდას გარდაუვალს ხდის თავად ელექტროენერგიის ღირებულების ზრდა, ენერგობაზრის მოდერნიზების აუცილებლობა და მოხმარებს ზრდის მაღალი ტემპი. მათი განმარტებით, 6-7 წელია ელექტროენერგიის ტარიფები არ გაზრდილა, როცა გაზრდილია სხვა ყველაფერი, რაც შეუსაბამო და დასაბალანსებელია. ამიტომაც ორგანიზაციაში დარწმუნებული არიან, რომ ენერგომიწოდების ტარიფები გაიზრდება.

სემეკში კომპანიების მიერ წარდგენილი განაცხადების გეგმიური განხილვა უკვე დაწყებულია და მარეგულირებელს წლის ბოლოსთვის ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დადგენა მოუწევს.

შეგახსენებთ, ნოემბრიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი ამოქმედდება. მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში. კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, შეღავათი 200 კვ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 4 თვის მანძილზე 2020 წლის ნოემბრიდან. მთავრობა სხვა ტიპის დახმარებების პაკეტზეც მსჯელობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system