თავში

გახარია: კორონავირუსს ვებრძვით ორ ფრონტზე

გახარია: კორონავირუსს ვებრძვით ორ ფრონტზე
გახარია: კორონავირუსს ვებრძვით ორ ფრონტზე

მთავრობა ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ელის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ცდილობს ამას მომზადებული დახვდეს და ამიტომ მთავრობას ბიუჯეტში ცვლილებებიც შეაქვს.

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს ამ გამკაცრებული რეჟიმიდან და საკარანტინო პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ვერ მოხდება ერთ კვირაში. ეს უნდა იყოს გააზრებული გეგმა ამ გამკაცრებული ღონისძიებების, რომელმაც უნდა დაიცვას ბალანსი, მოქალაქის ჯანმრთელობის და კორონავირუსის გავრცელების შეჩერების. ასევე - ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნების და სამუშაო ადგილების ამუშავების“, - თქვა პრემიერმა გახარიამ და დაამატა, რომ ბრძოლა გვაქვს ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების. 

„არც ერთ ფრონტზე, ცალკე აღებულზე გამარჯვებას ფასი არ ექნება," - აცხედებს პრემიერ-მინისტრი. 

შეგახსენებთ, საქართველოში ინფიცირებულია 214 ადამიანი.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსი 50-მა პაციენტმა დაამარცხა.

კარანტინის რეჟიმში - 4559, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system