თავში

გახარია: საჩხერე არის მოდელი, როგორიც გვინდა იყოს საქართველო

გახარია: საჩხერე არის მოდელი, როგორიც გვინდა იყოს საქართველო
გახარია: საჩხერე არის მოდელი, როგორიც გვინდა იყოს საქართველო

"საჩხერეს ყველა რეგიონისგან გამოარჩევს ის ფაქტორი, რომ აღნიშნული მუნიციპალისტეტი ჩამოყალიბებულია მოდელად, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო მომავალში," - ამის შეასხებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის ჭიათურაში წარდგენისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

„დღეს დიდი პატივია აქ საუბარი თქვენთან ერთად ხვალინდელ დღეზე. რა თქმა უნდა, აკაკის სამშობლოდან საუბარი საქართველოს მომავალზე დიდი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად მინდა ამას ასეთ თბილ შინაურულ გარემოში შევხედო. საჩხერეს განასხვავებს ერთი რამ ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი გვინდა, ჩვენ უახლოეს პერიოდში, რომ საქართველო დავინახოთ და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის. ეს არის ის მოდელი, როგორ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთები იყვნენ. მარტივად რომ ვთქვათ, ჯანდაცვა, განათლების სისტემა, ინფრასტრუქტურა, სპორტი, კულტურა, გზები- ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტის თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელიც თქვენთვის შეიქმნა და სიმართოლე უნდა ვთქვათ, რომ შექმნა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ასე უნდა გაგრძელდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი საფუძველია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც საჩხერეს დაეწიონ და საჩხერეც გაძლიერდეს კიდევ უფრო. ელემენტარულ მაგალითს გეტყვით, ზემო იმერეთი - რაჭის გზა იქნება ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც შეძლებს უფრო მეტი ტურისტი მოიყვანოს ამ რეგიონში. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არის უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი დარჩენილი, დაწყებული წყალმომარაგებით, დამთავრებული წყალარინებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system