თავში

გახარიამ დავოსში საქართველო თავისუფალ სავაჭრო სივრცედ წარადგინა

გახარიამ დავოსში საქართველო თავისუფალ სავაჭრო სივრცედ წარადგინა
გახარიამ დავოსში საქართველო თავისუფალ სავაჭრო სივრცედ წარადგინა

დღეს დაოსში გიორგი გახარიამ საერთაშორისო დელეგატების წინაშე გამოსვლისას ხაზი გაუსვა ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველო ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეა, რომელსაც აქვს  თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.

თუმცა, გვაქვს გამოწვევებიც უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში. როდესაც საუბარია ეკონომიკაზე და ვფიქრობთ ამ მიღწევების ყველა მოქალაქემდე დაყვანაზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა რეალური სარგებელი მიიღონ, დაკავშირებადობის ნაწილში რეალურ პრობლემას ვაწყდებით. ეს არის ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტი. საქართველო კარიბჭეა ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის. როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ჩვენ საქართველოს მოვიაზრებთ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა ტვირთბრუნვისთვის პლატფორმად. სრულად ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გულისხმობს. როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა პრობლემებს ვხედავთ შავ ზღვაში. შავი ზღვა უპირველესი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც. ეს ჩვენთვის ახალი განზომილებაა. ჩვენ საქართველოს დასავლეთის პარტნიორად ვხედავთ," - აღნიშნა New Ambitions for Europe-ზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ევროპასა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა იმ ძალიან მნიშვნელოვან როლზე, რომლის შესრულება საქართველოს უსაფრთხოების კუთხით შეუძლია. 

"როდესაც საუბარია ეკონომიკაზე, მეტი თანამშრომლობა გვჭირდება ევროკავშირთან და ამიტომ მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ დაკავშირებადობაზე. როდესაც ქვეყანაში ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, მაგალითად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, მაგრამ სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს ევროკავშირთან, ეს რეალურ პრობლემებს ქმნის და ეს ის გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ეს არის ჩვენი მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში და მას შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაზრდის საშუალებით მოვახერხებთ," - განაცხადა პრემიერმა.

დღეს გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - New Ambitions for Europe სიტყვით გამოვიდა.

დისკუსიაში მონაწილეობდა ფინეთის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ბიზნესლიდერები, მათ შორის “ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც.

ცნობისთვის, წელს დავოსში 21-24 იანვარს საიუბილეო რიგით 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ალპებში ყოველწლიურად თავს უყრის 3 ათასზე მეტ მონაწილეს, მათ შორის, არიან სახლემწიფოების ლიდერები, კორპორაციების ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები. ფორუმზე ჩატარდება 400-მდე საქმიანი სესია, რომლებზეც მოხსენებით 600-ზე მეტი სპიკერი გამოვა. წლევანდელ ფორმუში მონაწილეობას საქართველოს მხრიდან იღებენ პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system