თავში

გამოფენა Hatay Expo 21-ში ქართველი მებაღე-დეკორატორებიც წარსდგებიან

გამოფენა Hatay Expo 21-ში ქართველი მებაღე-დეკორ
გამოფენა Hatay Expo 21-ში ქართველი მებაღე-დეკორატორებიც წარსდგებიან

2021 წლის 31 მარტს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ საელჩოში უმასპინძლა თურქეთის ქ. ჰათაის მერს ლუთფუ სავაშს, საერთაშორისო გამოფენის Hatay Expo’21-ის საორგანიზაციო ჯგუფის გენერალურ მდივანს, იჰსან ჩაქარსა და საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ჰათაის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საელჩოს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ამ კონტექსტში, მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო გამოფენაში Hatay Expo’21-ში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე. ამასთან, მხარეებმა, განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები, გამოფენაში ქართული მხარის მონაწილეობის ხელშეწყობისა და ქართველი მებაღე-დეკორატორების ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ზემოაღნიშნული მიმართულებით. Hatay Expo’21-ში მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ეძლევათ ნერგების მრავალფეროვანი სახეობების წარმოჩენისა და საკუთარი ბრენდის პოპულარიზაციის შესაძლებლობა. გამოფენის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნებს შეეძლებათ, წარმოადგინონ ნაციონალური სამზარეულო და მოახდინონ ღვინის დეგუსტაცია. ასევე, კულტურული კვირეულის ფარგლებში, ორგანიზება გაუწიონ სხვადასხვა ღონისძიებებს, ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system