თავში

გარდაბანში მესამე თბოსადგური აშენდება

გარდაბანში მესამე თბოსადგური აშენდება
გარდაბანში მესამე თბოსადგური აშენდება

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ რიგით მესამე, გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“-ის ასაშენებლად საერთაშორისო ფასთა გამოკითხვა გამოაცხადა.

ახალი თბოელექტროსადგური კორპორაციის კუთვნილ მიწაზე, უკვე არსებული თბოსადგურების „გარდაბანი 1“ და “გარდაბანი 2“ მიმდებარედ აშენდება. კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია მშენებლობის პროცესისთვის საჭირო პერსონალის მინიმუმ 50% საქართველოს მოქალაქეებით დააკომპლექტოს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შარშან მიიღეს და მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2023 წლისთვისაა დაგეგმილი.

ცნობისთვის,  „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ მიმდინარე წლის დასაწყისში გაიხსნა. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბისადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მეგავატია და ის ქვეყნის ელექტრომოხმარების 10%-ზე მეტს უზრუნველყოფს

„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე ამერიკული დოლარის ინვესტიციით აშენდა.

შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 2’’- ის მიერ 230 მგვტ. კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია - China Tianchen Engineering Corporation-მა (TCC) შეასრულა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ტიანჯინში.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობის უმნიშვნელოვანეს სფერო ქვეყნის სოციალური სექტორის მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით გარანტირებულ მომარაგების უზრუნველყოფა, აგრეთვე, ნავთობისა და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system