თავში

გარემოსდაცვითმა ფონდმა 72 მცირე საპროექტო განაცხადი მიიღო

გარემოსდაცვითმა ფონდმა 72 მცირე საპროექტო განაცხადი მიიღო
გარემოსდაცვითმა ფონდმა 72 მცირე საპროექტო განაცხადი მიიღო

გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამამ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გამართა. მათი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი მცირე საპროექტო იდეები განიხილეს, რომელთა მიზანი თემზე დაფუძნებული ინოვაციური, ინკლუზიური და რეპლიკაციური ინიციატივების მხარდაჭერაა.

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, რომ ინიციატივები ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებას, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგს გარემოსდაცვითი მმართველობის გასაუმჯობესებლად; ასევე, პრაქტიკული გარემოსდაცვითი ცოდნის მიღების ხელმისაწვდომობას და ქალების აქტიურ ჩართვას გარემოსდაცვით საქმიანობაში.

GEF-ის მცირე გრანტების პროგრამას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ.

პროგრამაზე 72 მცირე საპროექტო განაცხადია წარმოდგენილი. განხილვების შემდეგ, საბჭო გამოავლენს საბოლოო გამარჯვებულ პროექტებს.

საგრანტო თანხა, ამ ეტაპზე, 250 000 აშშ დოლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system