თავში

გეოპოლიტიკის გავლენა საქართველოს ტურიზმზე

გეოპოლიტიკის გავლენა საქართველოს ტურიზმზე
გეოპოლიტიკის გავლენა საქართველოს ტურიზმზე

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკა კვარაცხელია ფიქრობს, რომ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, თუ როგორი იქნება რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. კვარაცხელიას თქმით, საქართველოში მოგზაურთა 80% მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან, ამიტომ, თუკი რეგიონის ქვეყნები სტაბილურობას შეინარჩუნებენ, ეს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაზე გარკვეულ პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

,,რაც არ უნდა ვლაპარაკთ უცხოურ ტურისტებზე, 80 სამეზობლოა: აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და უკრაინა, დიდწილად ამ ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები განაპირობებენ წარმატებას თუ წარუმატებლობას ქართულ ტურიზმში. რა ეპიდემიური და გეოპოლიტიკური მდგომარეობა იქნება ამ ქვეყნებში, ამაზეც არის დამოკიდებული ტურიზმის აღდგენის პერსპექტივა საქართველოში. ვფიქრობ, რომ გარკვეულ წარმატებას მივაღწევთ, მაგრამ ასევე ცხადია, რომ გაუმჯობესება ყველა მიმართულებას არ შეეხება, მასიურად მდგომარეობის გამოსწორება ნაკლებად მოსალოდნელია. ცხადია, იმიტომ კი არა, რომ პრობლემას ვერ ვძლევთ, არა, ასე ნამდვილად არ არის საქმე, უბრალოდ, covid-19-მა მთლიანად ტურისტული ინდუსტრია შეცვალა. მსოფლიო მიეჩვია კონფერენციების ონლაინ-რეჟიმში ჩატარებას, რეაზეც მსოფლიო ტურიზმი იდგა. ნაკლები დანახარჯის მიზნით, ამ სახის შეხვედრები შემცირდება, თუმცა ეფექტს დაკარგავს. როცა კონფერენციაში ბევრი მონაწილეობს, ონლაინ-პლატფორმა მიმზიდველი არ არის. მოგზაურობები, დასვენება ზამთრის და საზაფხულო კურორტებზე მიაღწევს 2019 წლის ნიშნულს, თანაც თუ უკეთესი პროდუქტის შეთავაზება მოხდება, მაგრამ მასიურად გაუმჯობესებას არ ველოდები, დიდ სასტუმროებში დასვენება დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება პოპულარული, ტურისტები უფრო მცირე და საშუალო დონის სასტუმროებზე გააკეთებენ არჩევანს მეტი სიფრთხილის მიზნით", - აღნიშნავს ნიკა კვარაცხელია.

მისი თქმით, სანამ ადამიანები მთელ მსოფლიოში არ დარწმუნდებიან, რომ ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა არ არის, აქტიური დასვენებისგან თავს შეიკავებენ და დიდი ხნის განმავლობაში ასე დარჩება.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, საქართველოში ტურიზმის შემოსავლების შარშანდელ ნიშნულს 2024 წლისთვის დაიბრუნებს. ორგანიზაციის განმარტებით, სასტუმროების, რესტორნებისა და მომსახურების სფეროში არსებული სირთულეები სავარაუდოდ უფრო დიდხანს გასტანს, ვიდრე ეს აქამდე იყო ნავარაუდევი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system