თავში

გერმანელთა უმეტესობა "ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს" მხარს უჭერს

გერმანელთა უმეტესობა "ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს" მხარს უჭერს
გერმანელთა უმეტესობა ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს მხარს უჭერს

საზოგადოებრივი სატელევიზიო არხის ARD-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გერმანიის მოქალაქეების უმრავლესობა "ჩრდილოეთის ნაკადი-2-ს" გაზსადენის პროექტს მხარს უჭერს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.

გერმანია-რუსეთის დაძაბული ურთიერთობების მიუხედავად, ათი რესპონდენტიდან ექვსი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ გაზსადენი უნდა ამოქმედდეს.

რუსეთი ევროპისათვის გაზის მიწოდებას "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენით გეგმავს.

რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის მეშვეობით, ევროპისათვის ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

გერმანიის მარეგულირებლის მიერ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" სერტიფიცირების პროცედურის შეჩერების გამო, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს.

ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ახალი აგრესიის შემთხვევაში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენი არ ამოქმედდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system