თავში

გერმანიასთან და საფრანგეთთან ტურისტული დერეფნების შექმნა განიხილება

გერმანიასთან და საფრანგეთთან ტურისტული დერეფნების შექმნა განიხილება
გერმანიასთან და საფრანგეთთან ტურისტული დერეფნების შექმნა განიხილება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან, ჰუბერტ ქნირშსა და დიეგო კოლასთან, ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, უსაფრთხო ტურისტული დერეფნების მოწყობა და მწვანე ზონების შექმნა განიხილა.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის და სამოგზაურო პროტოკოლების ამოქმედების საკითხებზე იმსჯელეს.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან საქართველოში. ეს შეხვედრა ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების პრინციპით ტურისტული ნაკადების შესაძლო მიმოსვლას ეხებოდა. ხაზი გაესვა, რომ საქართველომ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მიმართულებაა. ასევე წარმატებულად შეფასდა ის საქმიანობა, რაც საქართველოს მთავრობამ Covid-19-ის პანდემიის დროს გასწია. ამ შეფასებისთვის ჩვენ მადლობას ვიხდით. შეხვედრაზე ძალიან კონკრეტულად ვისაუბრეთ იმ გზების შესახებ თუ როგორ შეიძლება ტურიზმი გაიხსნას ეტაპობრივად და ფრთხილად, რათა პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ვუზრუნველყოთ და ასევე ვიზრუნოთ იმ საერთაშორისო მოგზაურებზე, რომლებიც ივლისიდან საქართველოს ეტაპობრივად ესტუმრებიან,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ჩვენ ძალიან მოწადინებულები ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლებას და მის დინამიურობას ამ გამოწვევების პერიოდში. დღეს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ საქართველოში ტურიზმის გახსნის პირობებზე, უსაფრთხო დერეფნების შექმნის და მწვანე ზონების მოწყობის შესახებ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ზაფხულის სეზონზე საქართველოში ტურიზმი იხსნება. ამ ეტაპზე ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს. ჩვენ ძალიან მოწადინებულები ვართ, რომ საქართველო საუკეთესო მარკეტინგული კუთხით იყოს წარდგენილი საფრანგეთის ტურისტულ ბაზარზე,“ - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system