თავში

გერმანული მედია ქართულ სათავგადასავლო და ეკოტურიზმზე დაწერს

გერმანული მედია ქართულ სათავგადასავლო და ეკოტურიზმზე დაწერს
გერმანული მედია ქართულ სათავგადასავლო და ეკოტურიზმზე დაწერს

„საქართველოში მეოთხედ ვარ და უკვე დავაგროვე თქვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის გამოცდილება. ამჯერად ფრინველებს ვიკვლევთ ვაშლოვანში, ჭაჭუნაში. ეს ეროვნული პარკები განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა და მე მოვამზადებ სტატიებს ჩვენი გამოცემისთვის," - ამის შესახებ ddeutsche Zeitung”-ის ჟურნალისტი, ჰანს გასერი აცხადებს. 

საქართველომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის „Süddeutsche Zeitung”-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა. გერმანული მედიის წარმომადგენლებმა 1 - კვირიანი პრეს-ტურის ფარგლებში თბილისი, კახეთი და დაცული ტერიტორიები მოინახულეს.

"ძალიან მომწონს საქართველოს ამ ნაწილის ბიომრავალფეროვნება, მთები, მდელოები, კანიონები. ჩვენ უამრავი სახეობის ფრინველი ვიხილეთ. გერმანიასა და საქართველოში ძალიან ბევრი მსგავსი ფრინველია, მაგრამ გერმანიაში ინდუსტრიალიზაციის შედეგად ტოროლები თითქმის გაქრნენ, ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართვლოში ფრინაველთა ეს სახეობა შენარჩუნებულია“, -ამბობს ddeutsche Zeitung”-ის ჟურნალისტი, ჰანს გასერი.

გერმანული მედიის წარმომადგენლები გურჯაანს, ტიბაანს, სიღნაღს, დედოფლის წყაროს ესტუმრნენ. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა ჭაჭუნის აღკვეთილი და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორია დაათვალიერეს.  

ცნობისთვის, ყოველდღიურ გამოცემას Süddeutsche Zeitung”-ს მილიონ სამასი ათასამდე მკითხველი ჰყავს და განსაკუთრებით პოპულარულია 20-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებში. საერთაშორისო ჟურნალისტებმა მოამზადეს მასალა სათავგადასავლო და ეკოტურიზმის მიმართულებით, რომლის პოზიციონირებაც გერმანულ ტურისტულ ბაზარზე მოხდება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციას გერმანულ ტურისტულ ბაზარზე.

ცნობისთვის, პოსტპანდემიურ პერიოდში პირველი მედია ტურით საქართველომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system