თავში

ღვინის ექსპორტი 6%-ით შემცირდა

ღვინის ექსპორტი 6%-ით შემცირდა
ღვინის ექსპორტი 6%-ით შემცირდა

 სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ხატია წილოსანის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 6%-ით შემცირდა, თუმცა მისივე თქმით, ღვინის ექსპორტი მზარდია ევროპისა და ამერიკის ბაზარზე

ცხადია, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გარკვეულ გავლენას ახდენს პროდუქციის ექსპორტზე და მათ შორის, გამონაკლისი ვერ იქნება ქართული ღვინოც. წინა წელთან შედარებით, 6%-იანი კლება არის ჩინეთის ბაზარზე. დანარჩენი მიმართულებით საკმაოდ დადებითი ტენდენციებია და ექსპორტი მზარდია ევროპისა და ამერიკის ბაზარზე. ეს პროცესები თანხაში არ გამოისახება კლების მიმართულებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯამურად თანხაში, 7%-იანი ზრდა არის, რაც იმას გულისხმობს, რომ ქართული ღვინის ფასი იზრდება მსოფლიოში და რაოდენობრივი კლება არ განსაზღვრავს საერთო შემოსავლების მხრივ არსებულ მდგომარეობას“, - განაცხადა წილოსანმა.

ღვინის ექპსორტის მნიშვნელოვან კლებას აღიარებენ ღვინის ეროვნული სააგენტოშიც. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის დავით ტყემალაძის განმარტებით, მიმდინარე წლის დასაწყისში ქართული ღვინის ექსპორტის კლება კორონავირუსმა განაპირობა.

შეგახსენებთ, გასულ წელს ექსპორტირებული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 94 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რეკორდული იყო გაყიდვების მაჩვენებელიც, რომელმაც 240 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17 პროცენტით მეტია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელი აღსანიშნავი იყო წარმატებით ჩატარებული რთველი, როდესაც გადამუშავდა ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მოსავალი - 271 ათასი ტონა ყურძენი. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოდან report.ge-ს აცნობეს, შარშან ჩინეთში 7 089 259 ბოთლი ღვინო დაექსპორტდა, რაც ორი პროცენტით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.

კორონავირუსმა, იგივე Kovid 19-მა, ჩინეთში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა. მას შემდეგ ჩინეთსა და მსოფლიოში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. იზრდება კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელების არეალიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშიში ვირუსი დღეისათვის მსოფლიოს 67 ქვეყანაში ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი. ჩინეთში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, ღამის განმავლობაში ინფიცირების 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 კი პაციენტი გარდაიცვალა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი COVID-19 76 ქვეყანაშია დადასტურებული. დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ლატვიაში, პორტუგალიაში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, სენეგალსა და ტუნისში.

სამხრეთი კორეა, იტალია, ირანი და იაპონია - ეს ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე შემაშფოთებელი ვითარებაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 9-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე თავად ჩინეთში. თუმცა ორგანიზაციაში იმასაც აცხადებენ, რომ სწორი ზომების მიღების შემთხვევაში დაავადებასთან გამკლავება შესაძლებელია.

ამასთან, COVID-19-ის ევროპაში გავრცელების მასშტაბის ზრდის ფონზე, რისკის „საშუალო“ დონე „მაღალით“ შეიცვალა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დღეს კი ქვეყანაში "კოვიდ 19-ის" სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. მათგან ერთი იტალიაში მოგზაურობის შემდეგ დაინფიცირდა, ხოლო ორი ირანში იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system