თავში

გიორგი გახარიამ ხორვატ კოლეგასთან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილა

​გიორგი გახარიამ ხორვატ კოლეგასთან აღმოსავლეთ პარტნიორობის
გიორგი გახარიამ ხორვატ კოლეგასთან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსში ხორვატ კოლეგას ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა.

საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშომლობას, ასევე - აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნორობის მომავალთან დაკავშირებით ახალ ხედვას შეიმუშავებს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სამიტი ევროკავშირის საბჭოში ხორვატიის პრეზიდენტობის პერიოდში იმართება.

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოლოდინებზე და განიხილეს სამიტისთვის მზადების პროცესი. პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირადად არიან ჩართული აღმოსავლეთ პარტნიორობის ივნისის სამიტის აქტიურ სამზადისში.

გიორგი გახარია ხორვატ კოლეგას ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პოტენციალს და მისი ათვისების კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.

ცნობისთვის, წელს დავოსში 21-24 იანვარს საიუბილეო რიგით 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ალპებში ყოველწლიურად თავს უყრის 3 ათასზე მეტ მონაწილეს, მათ შორის, არიან სახლემწიფოების ლიდერები, კორპორაციების ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები. ფორუმზე ჩატარდება 400-მდე საქმიანი სესია, რომლებზეც მოხსენებით 600-ზე მეტი სპიკერი გამოვა. წლევანდელ ფორმუში მონაწილეობას საქართველოს მხრიდან იღებენ პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system