თავში

"გირჩმა“ "რეფორმერფიტნესის" დარბაზი საცხოვრებელ ბინად იქირავა - VIDEO

"გირჩმა“ "რეფორმერფიტნესის" დარბაზი საცხოვრებელ ბინად იქირავა - VIDEO
გირჩმა“ რეფორმერფიტნესის დარბაზი საცხოვრებელ ბინად იქირავა - VIDEO

ბათუმში მდებარე სპორტული ფიტნეს-კლუბის დარბაზი, რომელმაც დღეს დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ საცხოვრებელ ბინად იქირავა. ზეპირი ხელშეკრულების დადების ამსახველი ვიდეო მან Facebook-ზე განათავსა.

ყველას, ვინც იქნებით ბათუმში, ქობულეთში, კვარიათში, გონიოში, შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩემთან სტუმრად და ივარჯიშოთ. სხვას აქ შემოსვლის უფლება არ ექნება. მწეველებს, მსმელებს არ ვუშვებთ. ერთადერთი, შეუძლია შემოვიდეს შრომის ინსპექციას, რომელიც შეამოწმებს, სალარო აპარატი მუშაობს თუ არა, ნახავს, რომ არ მუშაობს და ისევ გავა“, - თქვა ზურა ჯაფარიძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია „გირჩი“ კანონმდებლობაში ერთგვარ ხვრელებს პოულობს და ასეთი გზით ცდილობს საკუთარი პოლიტიკის გატარებას.

ReformerFitness სამართალდამცველებმა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის გუშინ დააჯარიმა. ~

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system