თავში

გლობალურ ბაზრებზე ოქრო იაფდება

გლობალურ ბაზრებზე ოქრო იაფდება
გლობალურ ბაზრებზე ოქრო იაფდება

უცხოურ ბირჟებზე ოქრომ გაიაფება დაიწყო. საერთაშორისო ბაზრებზე 1 უნცია ოქროს ღირებულება 1588 დოლარია, როცა იანვრის დასაწყისში ფასი 1958 დოლარს შეადგენდა. ანალიტიკოსი ნიკა შენგელია განმარტავს, რომ საფასო ცვლილება ბაზარზე სპეკულაციური ცვლილებით არის განპირობებული. მისი შეფასებით, ოქროს ფასი ეცემა და ამ მომენტში მის ფუნქციებს ითავსებს კრიპტოვალუტა ბიტკოინი, რომლის ღირებულებამ უკვე 50 000 დოლარს მიაღწია.

,,ბოლო პერიოდის განმავლობაში დოლარმა პოზიციები გაიძლიერა, ოქროს შესუსტებულია. ნავთობზე იზრდება ფასი და დოლარის ინდექსი გვეზრდება. ასე ხდება ხოლმე, როცა ნავთობი ძვირდება, ოქროს ფასი იკლებს. ეს ტენდენცია 2021 წლის 6 იანვრიდან დაიწყო. ეს განპირობებულია იმით, რომ ოქროზე საინვესტიციო მოთხოვნა შემცირდა. ჯერჯერობით ოქროს ფასი არ მოიმატებს. ამისთვის, სულ მცირე, ტენდენცია უნდა შეიცვალოს - დაიწყოს ნავთობის და ბიტკოინის ფასების დაცემა, რაც  ამ ეტაპზე ეს არ ჩანს. ინვესტორები სპეკულაციური აქტივების შეძენას ცდილობენ და ეს ტრენდი მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც გაგრძელდება.  რაც შეეხება ნავთობს, 2 დღის წინ ნავთობის ღირებულება 70 დოლარს გადასცდა, დღეს 68 დოლარამდეა, ფასებმა როგორც ნავთობის, ასევე ოქროს შემთხვევაში კორექტირება აუცილებლად უნდა განიცადონ 1-2 კვირაში, ამ მომენტში ოქროს, როგორც საინვესტიციო აქტივების ფუნქციებს ითავსებს ბიტკოინი, რომლის ფასი ბოლო დღეების განმავლობში მატულობს", - განმარტავს ნიკა შენგელია. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გელოგიის დეპარტამენტის უფროსი, საიუველირო ბაზრის მკვლევარი ნოდარ ფოფორაძე report.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ცვლილება ადგილობრივ ბაზარზეც მოახდენს გავლენას და ოქრო აქაც გაიაფდება, თუკი გლობალური პროცესი ხანგძლივ პერიოდში შენარჩუნდება.

,,კორონავირუსის გარშემო საკმაოდ ნეგატიური პროცესები მიდის და ეს ოქროს ბაზარზეც პოულობს ასახვას. ვფიქრობ, რომ ფასი მკვეთრად არ დაეცემა და ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია სიტუაციის შეცვლა. ტენდენცია მომდევნო კვირიდან გამოჩნდება, რაც დამოკდიდებულია იმაზე, რა რაოდენობის ოქრო გავა სარეალიზაციოდ. ვფიქრობ, გარკვეული გავლენა ქართულ ბაზარზეც ექნება და ფასები კლებისკენ წამოვა, მაგრამ ეს არ გაგრძელდება დიდხანს", - ამბობს ფოფორაძე.

ცნობისთვის, ადგილობრივ ბაზარზე ოქროს ფასმა უკვე მცირე მაჩვენებლით იკლო. agora.ge-ს მონაცემით, ყველაზე დაბალი, 337 სინჯის ოქრო 43,39 ლარია, ფასი 1,11%-ით არის შემცირებული, ხოლო დაახლოებით ამ მაჩვენებლით შემცირდა უმაღლესი ხარისხის, 999 სინჯი ოქროს ფასი და ამ ეტაპზე 115,60 ლარს შეადგენს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system