თავში

გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ - სუბირ ლალი

გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ - სუბირ ლალი
გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ - სუბირ ლალი

"ქართველმა ხალხმა მედგრად გაიარა რთული და მართლაც უპრეცედენტო გლობალური კრიზისი და ამჟამად ჩვენ, საბედნიეროდ, გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ, თუმცა ჯერ ბოლომდე გვირაბიდან გასულები არ ვართ. ამას უდიდესი მოთმინება და გამბედაობა დასჭირდა, რასაც ყველა მივესალმებით", - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, სუბირ ლალიმ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

მისი შეფასებით, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის მე-8 და საბოლოო განხილვის დასრულება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის უაღრესად ნაყოფიერი და თანამშრომლობითი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია.

"ეკონომიკის ხელისუფლების მიერ წარმართული რეფორმის პროგრამა მიზნად ისახავდა მთავრობის ფისკალური პოზიციის განმტკიცებასა და შოკების მიმართ ეკონომიკის მედეგობის გაზრდას. გასულ წელს, პროგრამის მოცულობა COVID-19-ის შოკთან გასამკლავებლად გაიზარდა და სავალუტო ფონდმა, თავის მხრივ, წვლილი შეიტანა საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოსთვის დახმარების ორგანიზებაში ამ რთულ პერიოდში. COVID-19-მა დაგვანახა, თუ რამდენად წარმატებული იყო პროგრამა ქვეყნის მდგრადობის გაუმჯობესებასა და სწორედ მოულოდნელი შოკების დროს გამოსაყენებლად საჭირო ბუფერების დაგროვების კუთხით. პროგრამის საწყისი მიზნები, უმეტესწილად, მიღწეულ იქნა. ხელისუფლებამ პროგრამის 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა," - ამბობს სუბირ ლალი.

სსფ-ის მხრიდან აღინიშნა, რომ ოთხწლიანი პროგრამის მიმდინარეობისას, ქვეყანაში ხორციელდებოდა მართებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, რაც დადასტურდა საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებული გამოშვებით და ინვესტორთა ნდობით. ამასთან, აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ფისკალური კონსოლიდაციისა და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით.

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ახალ პროგრამაზე მოლაპარაკებებს იწყებს. 

ცნობისთვის, სავალუტო ფონდთან არსებული წინა პროგრამა, რომელიც 4 წელი გაგრძელდა, 7 აპრილს დასრულდა. პროგრამის ბოლო, მერვე მიმოხილვის დასრულებასთან ერთად, საქართველოსთვის დამატებით $111 მილიონი დოლარის რესურსი გახდა ხელმისაწვდომი. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის დასრულება და აღნიშნეს, რომ პროგრამის მხარდაჭერით, ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, მოხერხდა კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება. მერვე პროგრამების ფარგლებში IMF-ი საქართველოს მიერ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყებაზე აკეთებდა აქცენტს. რა რეფორმების განხორციელება ჩაიდება ახალი პროგრამაში სავალუტო ფონდთან მოლაპარაკების თემად, ჯერ უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system