თავში

გზავნილები - რეალური ზრდა თუ ინფლაციური ილუზია

გზავნილები - რეალური ზრდა თუ ინფლაციური ილუზია
გზავნილები - რეალური ზრდა თუ ინფლაციური ილუზია

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი გზავნილების ზრდას ქართული ეკონომიკის ერთადერთ დადებით ფაქტორად მიიჩნევს, თუმცა ასევე ეჭვობს, ხომ არ არის ეს ზრდა ინფლაციით განპირობებული, რადგან, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვალუტები გაუფასურებას განიცდიან. გარკვეული სკეპტიციზმის მიუხედავად, სიმონიშვილი ფიქრობს, რომ გზავნილების დიდი ნაწილი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი რესურსია, რითაც ისინი სამშობლოში დარჩენილ მოქალაქეებს დახმარებას უწევენ.

,,საქართველოში ადამიანების რეალური მდგომარეობა გაჭირვებაა. კიდევ უფრო გაურესდა სიღარიბის მასშტაბი, საშუალო ფენა უფრო მეტად შეიკუმშა, პრაქტიკულად, იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებსაც ხელშესახები შემოსავლები ჰქონდათ, უკვე ძალიან იკლო. ძნელია, ზუსტი ციფრი დასახელდეს, მაგრამ  საშუალო და მაღალშემოსავლიანი მოქალაქეები მთელი მოსახლეობის 20%-ს ნამდვილად არ აღემატება. როგორც ჩანს, ქვეყნის გარეთ გახიზნული მოქალაქეები ამ მდგომარეობას ანგარიშს უწევენ და სამშობლოში დარჩენილ თანამოქალაქეებს ეხმარებიან. აბსოლუტურ მოცემულობაში ზრდაა, მაგრამ ე.წ. დეფლატორს სანამ არ გამოვაკლებთ ანუ იმ მოცულობას, რითაც ფული უფასურდება, ვერ შევამჩნევთ, გზავნილებში რეალური ზრდაა თუ ინფლაციით გამოწვეული ილუზია. ეს ერთადერთი სეგმენტია, სადაც სტაბილურობა შეიმჩნევა, მაგრამ რეალობაში არაფერი არ უმჯობესდება", - აცხადებს სოსო სიმონიშვილი report.ge-თან.

12-18 ოქტომბრის პერიოდში ფულადი შემოდინებები 13%-ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. დოკუმენტის მიხედვით, შემოდინებები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან კვლავ ყველაზე ძლიერ ზრდას აჩვენებს. ასევე, ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს შემოდინებები ჩრდილოეთ ამერიკიდან. რუსეთიდან შემოდინებების ზრდის ტემპი კვლავ უარყოფითია და -13% შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system