თავში

ჰორეკა სექტორი ღრმა კრიზისშია

ჰორეკა სექტორი ღრმა კრიზისშია
ჰორეკა სექტორი ღრმა კრიზისშია

სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი report.ge-თან აცხადებს, რომ ჰორეკა სექტორში დრამატული მდგომარეობაა, ღრმა კრიზისი, რომელიც სათანადოდ ვერც ოფიციალურმა სტატისტიკამ აღწერა. მისი ინფორმაციით, რეალურად დარგში დასაქმების 95%-იანი კლებაა და გაუგებარია, რას ეფუძნება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

,,აბსოლუტურად არ მინდა, ვინმეს შევედავო ან დაპირისპირებაში შევიდე, მაგრამ დასახელებული სტატისტიკა რეალობას არანაირად არ შეესაბამება. დარგი აბსოლუტურ კატასტროფაშია, სექტორში დასაქმებულთა 95%-იანი კლებაა. ფაქტობრივად იმ მდგომარეობამდე მივედით, რომ ვითვლით მხოლიოდ მძღოლებს რომლებიც ტრანზიტული გზით შემოდიან საქართველოში. რეალურად ძალიან მძიმე კრიზისია. ფაქტობრივად, მთის კურორტებზე მეორე სეზონი ჩავარდა; ფაქტობრივად, ობიექტების 60% უკვე იყიდება და ამის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეს აქტივები არალიკვიდურ აქტივებად გადაიქცევა და აღარც ბანკებს უნდა ამდენი არალიკვიდური აქტივი. საკმაოდ რთული მდგომარეობა დადგება ეკონომიკაში ამ პროცესის გამო. ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე თუ როგორ უნდა აღვადგინოთ სექტორი. ჩვენ ვზივართ და ვფიქრობთ, რომ ახალი იდეები მივაწოდოთ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ეს სექტორი", - აცხადებს ალავერდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში სსასტუმრო და კვებით მომსახურების სექტროში ბრუნვა 56%-ით დაეცა და 234.9 მლნ ლარი შეადგინა. სასტუმროების ბრუნვა 53.5 მლნ იყო, კვების ობიექტების 191.4 მლნ, აქ წლიურად კლება 40%-ზე მეტია.

სასტუმრო და კვებით მომსახურების ბიზნესში დასაქმება წლიურად 35%-ითაა შემცირებული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითვე, 2020 წლის მეოთხე კვარტალში სასტუმროების სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 39.2%-ით იკლო. სექტორი 9 606 კაცს ასაქმებდა. 2019 წლის ამავე პერიოში ამ სექტორში დასაქებულთა რაოდენობა 15 805-ს შეადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system