თავში

იანვარში საქართველოს 18.9%-ით მეტი ტურისტი ეწვია

იანვარში საქართველოს 18.9%-ით მეტი ტურისტი ეწვია
იანვარში საქართველოს 18.9%-ით მეტი ტურისტი ეწვია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში რეკორდული რაოდენობის - 633,201 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წელთან შედარებით +19.8%-ია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი რეკორდული - 363,614 შეადგინა და  ზრდა წინა წელთან შედარებით  + 18.9%-ია.

საქართველოში 2020 წლის იანვარში ყველაზე მეტი – 124 534 საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან შედგა, ეს მაჩვენებელი 34.9 პროცენტით აღემატება, წინა წლის იანვრის მონაცემებს.

ამ მხრივ მეორე ადგილზეა სომხეთი, საიდანაც მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში 91 580 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 17.5 პროცენტით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის იგივე მაჩვენებელს.

მესამე ადგილზეა რუსეთი 86 884 საერთაშორისო ვიზიტით (ზრდა 1.1 პროცენტი) და მეოთხეზე თურქეთი 75 012 საერთაშორისო ვიზიტით (ზრდა 16.6 პროცენტი).

ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. იანვარში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია – 133.1 პროცენტიანი ზრდა, პოლონეთი – 82.9 პროცენტიანი ზრდა, საფრანგეთი 46.8 პროცენტიანი ზრდა, ლიეტუვა – 43.7 პროცენტიანი ზრდით და სხვა.

2020 წლის იანვარში საერთაშორისო ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან – 57.3 პროცენტით, საუდის არაბეთიდან – 49.8 პროცენტით, ყაზახეთიდან – 44.8 პროცენტით, ქუვეითიდან 44.6 პროცენტით და სხვა ქვეყნებიდან.

წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 3.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 217 მილიონ დოლარზე დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11 მილიონით აჭარბებს.

ცენტრალური და  აღმოსავლეთ ევროპიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები შემცირდა მხოლოდ მოლდოვადან (20.3%-იანი კლება), ბულგარეთიდან (13.1%-იანი კლება).

ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპიდან კი ვიზიტები სემცირდა მხოლოდ ისლანდიიდან, მალტადან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ხორვატიიდან.

დასავლეთ ევროპიდან კლება დაფიქსირდა მხოლოდ შევეიცარიიდან.

ზუსტი სტატისტიკა იხილეთ ცხრილში:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ამ მონაცემებს აფასებს და ამბობს, რომ იანვრის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პირდაპირ უკუკავშირი იმ აქტივობებთან, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაატარა 2019 წელს მარკეტინგული აქტივობების თუ სხვა კუთხით საერთაშორისო არეალზე. 

"ჩვენ ერთობლივი ძალებით მივიღეთ შედეგი, რომელიც არის რეკორდული და ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ რუსეთის მხრიდან საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ აქტიური სამუშაო გასწია შესაძლო ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე დასაყვანად.

2019 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიზნობრივ ბაზრებზე უმნიშვნელოვანესი მარკეტინგული აქტივობები განახორციელა. მსოფლიოს სხვადასხვა გავლენიანი საერთაშორისო მედიასაშუალებებითა და ონლაინპლატფორმებით საქართველოს შესახებ არაერთი მასშტაბური კამპანია გაიმართა. პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა მსოფლიოში მაღალრეიტინგული მედიასაშუალებების ასობით წარმომადგენელს, შედეგად 2020 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების ზრდის კუთხით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა“, – განმარტავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system