თავში

ილჰამ ალიევი: ТАNАР-ის პროექტი 92 %-ით შესრულებულია

ილჰამ ალიევი: ТАNАР-ის პროექტი 92 %-ით შესრულებულია
ილჰამ ალიევი:  ТАNАР-ის პროექტი 92 %-ით შესრულებულია

მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს, თურქეთს, იტალიას, საბერძნეთს, ბულგარეთს და ალბანეთს. ამ ქვეყნებს ძალიან ახლო ურთიერთობები აქვთ აზრბაიჯანთან.

ეს უნიკალური თანამშრომლობა აჩვენებს,რომ საერთო მიზანს შეუძლია გაგვაერთიანოს. გასული წლის იანვარში საქართველოს პრემიერ -მინისტრთან გამართულმა შეხვედრამ საშუალება მოგვცა დაგვეგეგმა ჩვენი შემდგომი სტრატეგია „სამხრეთ გაზის დერეფანთან“ მიმართებაში – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტამა ილჰამ ალიევმა „სამხრეთ გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს მე-6 სხდომაზე.

ალიევის თქმით, ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ТАNАР-ის პროექტის დასრულება. აზერბაიჯანული გაზი უკვე თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზეა და ეს ერთობლივი მეგაპროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია. ალიევს იმედი აქვს, რომ მიმდინარე წლის ბოლოსათვის მოხერხდება ТАР-ის პროექტის რეალიზაციაც.
როგორც ალიევი აცხადებს, მიმდინარე სამუშაოები, თითქმის 92 %-ით შესრულებულია და წლის ბოლოსათვის პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანა ერთად აღნიშნავს „სამხრეთ გაზის დერეფნის“ დასრულებას.

TANAP-ის მილსადენი ყოველწლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. 2023 წლისთვის -მილსადენის გამტარუნარიანობა 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ხოლო 2026 წლისათვის – 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე. თითქმის 92 %-ით არის დასრულებილი TANAP-ის განშტოების TAP-ის მშენებლობა, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი ჯერ იტალიას მიეწოდება და შემდეგ მთელ ევროპაში განაწილდება. მოკლედ პროექტი „სამხრეთის გაზის დერეფანი“, რომელიც „სამხრეთ კავკასიის“, „ტრანსანატოლიის“(TANAP), და „ტრანსადრიატიკის“ მილსადენებს (TAP) მოიცავს დასასრულს უახლოვდება.
3,5 ათასი კილომეტრის სიგრძის მილსადენი სათავეს კასპიის შელფზე „შაჰ-დენიზის“ საბადოდან იღებს. „შაჰ-დენიზის“ 1,2 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის მარაგი აქვს და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მისი მეშვეობით ევროპას რუსული გაზის სერიოზული ალტერნატივა უჩნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system