თავში

ილონ მასკი $11 მილიარდის გადასახადებს გადაიხდის

ილონ მასკი $11 მილიარდის გადასახადებს გადაიხდის
ილონ მასკი $11 მილიარდის გადასახადებს გადაიხდის

SpaceX-ის და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი აცხადებს, რომ ის მზად არის, დაახლოებით 11 მილიარდი აშშ დოლარი  გადასახადებზე დახარჯოს. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა.

მასკმა აქციების აქტიური გაყიდვა ცოტა ხნის წინ გადასახადების გადასახდელად დაიწყო.  მილიარდერმა ცოტა ხნის წინ Tesla-ს 934,091 აქცია გაყიდა, რომელთა ღირებულებმაც 906.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემამ Financial Times მილიარდერი და კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი "წლის ადამიანად დაასახელა".

მანამდე ჟურნალმა Time Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი "წლის ადამიანად" დაასახელა.

მანამდე,Report.ge წერდა, რომ მასკმა "უკანასკნელი სახლი" გაყიდა და ოფიციალურად უსახლკარო გახდა. იგი სამუშაოდან წასვლასა და ბლოგერობაზე დაფიქრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system