თავში

,,იმუშავე საქართველოდან" - ახალი შესაძლებლობა ტურიზმის ინდუსტრიისთვის

,,იმუშავე საქართველოდან" - ახალი შესაძლებლობა ტურიზმის ინდუსტრიისთვის
,,იმუშავე საქართველოდან - ახალი შესაძლებლობა ტურიზმის ინდუსტრიისთვის

,,იმუშავე საქართველოდან“ – ამ ახალი პროექტით საქართველოს მთავრობა  95 -ზე მეტი ქვეყნის მოქალაქესა და ბინადრობის მქონე ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში იმოგზაუროს, იმუშაოს დისტანციურად და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვნად, აღმოაჩინოს ის უნიკალური ტურისტული ლოკაციები და ადგილები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის. 

,,95 ქვეყნის სამი კატეგორიის მოქალაქეს, იქნება ეს თვითდასაქმებული, მუდმივად, სრული განაკვეთით დასაქმებული თუ მეწარმე, ექნება შესაძლებლობა, რომ stopcov.ge-ზე არსებული აპლიკაციით ისარგებლოს და შეავსოს განაცხადი. ველები საკმაოდ მარტივია, გასაგებია, რაც გულისხმობს ადამიანების პირადი ინფორმაციის შევსების ველებს. ასევე ადამიანებმა არგუმენტირებულად და უნდა დაასაბუთონ, რომ მათ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, უზრუნველყონ საქართველოში ყოფნის პერიოდში ყველა ის საცხოვრებელი გადასახადები, რომლებიც თან სდევს ამ პროცესს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა, აქვთ ოჯახის წევრებთან ერთად იმოგზაურონ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რა თქმა უნდა,12- დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, რომლის ხარჯებსაც თავად აანაზღაურებენ და რა თქმა უნდა, სავალდებულო იქნება ჯანმრთელობის დაზღვევა იმ კონკრეტული პერიოდით, რა ვადაშიც ეს ადამიანები იმოგზაურებენ საქართველოში. ჩვენ უკვე არაერთხელ გვქონდა სამუშაო შეხვედრები ტურიზმის ინდუსტრიასთან, აღნიშნული პროექტის დამუშავების პროცესში. მოხარულები ვართ, რომ 30-მდე სასტუმრომ გამოხატა ინტერესი, ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში, როგორც კომერციული საკარანტინე სივრცე, რაც რა თქმა უნდა, მათ ბევრად მეტ ფინანსურ სარგებელს მისცემს, ვიდრე ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო საკარანტინე პროექტი. ტესტირების მეცამეტე დღეს ადამიანები უკვე ხდებიან სრულფასოვანი ტურისტები, უკვე შეუძლიათ იქირაონ ბინები, მოეწყონ კომფორტულ გარემოში, იმუშაონ დისტანციურად და იმოგზაურონ საქართველოში ხანგრძლივად. აღნიშნული პროექტით, ვფიქრობ, შეგვიძლია გავხდეთ ერთ-ერთი უნიკალური მიმართულება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ასეთი ფორმატით მოგაზაურობის საშაულებას მისცემს ტურისტებს ჩვენთვის სტრატეგიული ქვეყნებიდან“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system