თავში

ინფლაცია საქართველოში კვლავ მაღალი რჩება

ინფლაცია საქართველოში კვლავ მაღალი რჩება
ინფლაცია საქართველოში კვლავ მაღალი რჩება

თვიური ინფლაცია ივნისში ფასების სეზონური ხასიათის გამო შემცირდა, თუმცა ფასებში ზრდის შემცირება სეზონური ეფექტის გარეშეც დაფიქსირდა. სეზონურად შესწორებული გაწლიურებული ინფლაცია კვლავ მაღალი რჩება, ამასთან საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს ნავთობის და საკვების ეფექტებს, ივნისში კვლავ გაიზარდა და 6.6% შეადგინა (მაისში 5.9%-თან შედარებით).

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" კვირის მიმოხლვაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2020 წლის ივნისში წლიური ინფლაცია წინა თვეში დაფიქსირებულ 6.5%-თან შედარებით შემცირდა და 6.1% შეადგინა.

"სასაქონლო ჯგუფებიდან ყველაზე მეტად გაზრდილია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების (+13.6% წ/წ) და სხვადასხვა საქონლის და მომსახურების (+11.0% წ/წ) ფასები. ამასთან, 2019 წლის მაისთან შედარებით შემცირებულია ტრანსპორტის (-4.6% წ/წ) და დასვენება-გართობის სერვისების (-1.1% წ/წ) ფასები. 2020 წლის მაისთან შედარებით, თვიურმა ინფლაციამ -1.4% შეადგინა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების (- 4.8% თ/თ) გაიაფებამ შეიტანა. ამასთან, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის (+5.6% თ/თ) და ჯანმრთელობის დაცვის (+2.2% თ/თ) ფასები გაიზარდა," - ვკითხულობთ  "თიბისი კაპიტალის" კვირის მიმოხლვაში.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი აგრძელებს დოლარის მიწოდებას სავალუტო ბაზარზე. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ დოლარი მიმდინარე წლის 2 ივლისს გაყიდა. ეს უკვე სებ-ის წელს განხორციელებული რიგით მერვე სავალუტო ინტერვენციაა. წელს ჯამში ცენტრალურმა ბანკმა 200 მილიონი დოლარი გაყიდა. 

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0532 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.4477 ლარად არის შესაძლებელი.

ამ მომენტისთვის(10.05 AM ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0540 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system