თავში

ინფლაციის შემცირების გზა გამოჩნდა

ინფლაციის შემცირების გზა გამოჩნდა
ინფლაციის შემცირების გზა გამოჩნდა

ეროვნული ვალუტის გამყარებამ და ამავდროულად ეკონომიკის გახსნის პროცესმა ინფლაციის მიმართ დადებითი მოლოდინები გააჩინა. ექსპერტები ელოდებიან, რომ ტენდენცია დაიწყება, მაგრამ მთავარ გამოწვევად დარჩება ამ ტრენდის შენარჩუნება, რომ ეკონომიკამ და მოსახლეობამაც შეღავათი იგრძნოს. ამის შესახებ report.ge-თან ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, რატი აბულაძე საუბრობს.

,,მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ შექმნა ინფლაციის შემცირების პირობა. ერთის მხრივ, აქცენტს ვაკეთებთ ეროვნული ბანკის როლზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ პრობლემა გვაქვს ეკონომიკის ზრდის მიმართულებით. მიმდინარე მოვლენები მხოლოდ გლობალური ფაქტორებით არ არის განპირობებული. ძალიან დიდ პირობეას ქმნის ადგილობრივი, უმოქმედო პოლიტიკა,რომელიც ეკონომიკურ განვითარებას არ ემსახურება. ვიხდით მეტ ფულს და ვიღებთ ნაკლებ მომსახურებას, დიდი დისბალანსია. იმხელა რყევებს განიცდის ლარი, რომ სიხარული გამოხატვასაც ვერ ვასწრებთ, ისევ საპირისპირო ტენდენციებია, რაც ბიზნესის სტაბილურობას ძირს უთხრის. სულ მცირე, 10-ჯერ უნდა გაიზარდოს ეკონომიკა, რომ ქვეყანამ შედეგი რეალურად იგრძნოს და მსოახლეობის კეთილდღეობაზე მცირეედით მაინც აისახოს, რომ მსოახლეობას და არა მხოლოდ ცალკეულ ნაწილს, წარმოებული პროდუქციის ყიდვის შესაძლებლობა ჰქონდეს", - ამბობს რატი აბულაძე.

ინფლაციის კლების რეალურ პერსპექტივაზე საუბრობს ,,ახალი ეკონომიკური სკოლის დამფუძნებელი" პაატა შეშელიძე, ამის წინაპირობად იგი ეკონომიკის გახსნას და ლარის გამყარებას მიიჩნევს. 

,,ჯერჯერობით  ეკონომიკის სრულად გახსნას ველოდებით. გაკეთდა განცხადება, რიომ ივნისიდან შეიძლება საერთოდ გაუქმდეს დარჩენილი შეზღუდვები. ეს ნიშნავს, რომ უფრო ფართოდ გაიღება კარი ტურისტებისთვის, რესტორნებიც უფრო გააქტიურდებიან და მომხმარებელი მოიმატებს. ამ თვალსაზრისით, მეტი მომსახურება შეიქმნება. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ლარი უფრო მეტად გამყარდება ზაფხულში, რადგან იმპორტიც საჭიროებაც დიდი არ არის, სამამულო პროდუქცია შემოდის. ზაფხული, ადგილობრივი ხეილ-ბოსტნეული შემოდის, საქონლის და მომსახურების მიწოდება იზრდება, რაც ინფლაციის კლებას გამოიწვევს, ამისთვის ბევრი შესაძლებლობაა", - ამბობს შეშელიძე report.ge-თან. 

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ინფლაციის შემცირებას ელოდება. მისი განმარტებით, ინფლაციის თარგეთირება, მიზნობრივ ნიშნულთან დაახლოება არის ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა.

,,ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად გადადგამს ეროვნული ბანკი ნაბიჯებს, რაც აუცილებლად აისახება ფასების დონეზეც. მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო თვეებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი აჩვენებს შემცირების ტრენდს,"- განცხადა ხუციშვილმა.

2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system