თავში

ინტერნეტიზაციის 10-მილიონიანი საპილოტე პროექტი უტენდეროდ იწყება

ინტერნეტიზაციის 10-მილიონიანი საპილოტე პროექტი უტენდეროდ იწყება
ინტერნეტიზაციის 10-მილიონიანი საპილოტე პროექტი უტენდეროდ იწყება

საყოევლთაო ინტერნეტიზაციის პროექტის პირველი ნაწილის უტენდეროდ განხორციელება იგეგმება. შესაბამისი გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულმა ა(ა)იპ “ოუფენ ნეტმა” მიიღო და 10 მილიონი ლარის შესყიდვის პირდაპირი კონტრაქტის გზით განხორციელებაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვა მოითხოვა.

საპილოტე პროექტის ფარგლებში ფართოზოლოვანი ქსელი ოზურგეთის რაონში გავა და აქ ძირითადი ინფრასტრუქტურის გამართვა დეკემბრამდე უნდა მოესწროს. 

ცნობისთვის, საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაიწყო. ამისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა. 2020 წლის იანვარში კი ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დამტკიცდა, რომლის მიხედვით აც ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას მთავრობა დააფინანსებს იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.

მთავრობის სტრატეგიის თანახმად, პროგრამის განხორციელებისთვის თავდაპირველად ე.წ. “თეთრი ზონების” (დასახელებული ობიექტების, რომელთაც არ აქვთ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომა) დათვლა არის საჭირო. ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ამ დასახლებული პუნქტების რაოდენობა 1300-მდეა. სოფლების ზუსტი სიის მიღების შემდეგ, დაიწყება პროექტირების ეტაპი, რის შედეგადაც მისი ბიუჯეტი განისაზღვრება.

ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს კი, 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტის მიღების შესაზლებლობა უნდა ჰქონდეთ.

ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ დღეს მთავრობა მსოფლიო ბანკს განიხილავს, არადა, ბოლო 5 წლის განმავლობაში საუბრობდნენიმაზე, რომ საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაცია ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ “ქართუს" 100 მილიონი დოლარით უნდა დაეფინანსებინა. ამის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system