თავში

კახელი მევენახეები რთველის შემაფერხებელ ფაქტორებზე ჩივიან

კახელი მევენახეები რთველის შემაფერხებელ ფაქტორებზე ჩივიან
კახელი მევენახეები რთველის შემაფერხებელ ფაქტორებზე ჩივიან

მევენახეები აქტიური რთველის ფონზე ქარხნნებთან არსებულ რიგებზე ჩივიან. მათი თქმით პროცედურებს დიდი დრო მიაქვს და ყურძნის ჩაბარებისთვის დიდხანს ლოდინი უწევთ.

"საფერავზე რიგი არაა, რქაწითელზე დიდი რიგია. მგონია, რომ ხელოვნურადაა გამოწვეული. არ მუშაობენ. წინა წლებში ბევრად სხარტად ხდებოდა ჩაბარება და მითვლა. ახლა უკვე 8 საათია რიგში ვარ და ჩემს წინ კიდევ 7 მანქანაა. ოჯახები გვყავს, სახლში საქმე გვიფუჭდება. ყურძენი რაც უფრო დიდხანსაა დაპრესილი, ხარისხი ფუჭდება. მერე გვეტყვიან არაა ხარისხიანიო. მოკლედ, ამხელა რიგი არ უნდა დგებოდეს," - განუცხადა სატელეფონო საუბარში Report.ge - ს მევენახემ ბესარიონ მამულაშვილმა, რომელმაც წელს 5 ტონა თეთრი ყურძენი მოიწია.

გლეხების პრეტენზიას  არ იზიარებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში, სადაც Report.ge - ს განუცხადეს, რომ ყურძნის ჩაბარებისას მევენახის მოცდის მაქსიმალური დრო 10 საათია, რაც რთველის აქტიურ პროცესში ყოფნისას ნორმალური დროა. სააგენტოსი განგვიმარტეს, რომ ამ დროს 10-11 ათასი ტონა მოსავლის აღება ხდება და, ბუნებრივია, მოცდა გლეხებს ჩაბარებისას მოუწევთ.

ბოლო მონაცემებით, კახეთში დაკრეფილი ყურძნის რაოდენობა 120 ატას ტონას აჭარბებს. აქედან 75 ატასი ტონა რქაწითელია, 35 ატასი ტონა კი -  საფერავის ჯიშის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ Report.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, რქაწითელის მოსავლის 50%-ზე მეტი უკვე დაკრეფილია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system