თავში

კახეთში 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთში 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
კახეთში 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 21 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 120 ათასი ტონა ყურძენი; ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 60-ზე მეტი ღვინის საწარმო.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, პანდემიის შედეგად შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება ხორციელდება. 

სუბსიდიას მიიღებს ღვინის ყველა ის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ, 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს, არანაკლებ, 0,80 ლარს გადაუხდის. აღნიშნულ შემთხვევაში, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია 0,30 ლარის ოდენობით როგორც 1 კგ რქაწითელზე, ისე 1 კგ კახურ მწვანეზე.

ცნობისთვის, რთველი პიკურ ფაზაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის დღიური გადამუშავება ათი ათას ტონაზე მეტი იქნება.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში, საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის ორგანიზაციულ საკითხებს გაეცნო. მინისტრი რთველის მიმდინარეობითა და ორგანიზებით კმაყოფილია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system