თავში

კახეთში სეზონური მუშახელის დეფიციტია

კახეთში სეზონური მუშახელის დეფიციტია
კახეთში სეზონური მუშახელის დეფიციტია

კახელი მეღვინეების ინფორმაციით, რეგიონში მუშახელის დეფიციტია, რის გამოც ხალხის ჩამოყვანა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან უწევთ. მათი თქმით, მოიმატა ფასმაც და 40 ლარზე იაფად მუშახელის დაქირავება უკვე შეუძლებელია. ამის მიზეზად წინანდალელი ფერმერი ოთარ ბერძენიშვილი ქარხნებში დასაქმების ზრდას მიიჩნევს და ამბობს, რომ სეზონურად მომუშავეებმა ღვინის ქარხნებში გადაინაცვლეს და ვენახებში დღიურ შრომას უკვე ვერ ახერხებენ. 

,,შარშან ვენახში მომუშავეებს 30 ლარს ვუხდიდი, წელს 40 ლარს ვთავაზობთ და ხალხი არ არის. ამაზე ნაკლებად არავინ იმუშავებს. თანაც, პრობლემაა დეფიციტი, რაც მუდმივი სამუშაო გაჩნდა, ხალხმა ქარხნებს მიაშურა. ამდენად, ყველა, ვინც დღიურ მუშა ხელად ითვლებოდა და დადიოდა ვენახებში, ქარხნებშია დასაქმებული. ფაქტიურად სოფლებში იაფი მუშა გაქრა, რა ფასიც არ უნდა შესთავაზო, მომუშავეს ვერ იშოვი, ამიტომ ხალხი სხვა რეგიონებიდან ჩამოგვყავს. ამ პერიოდში ყველაზე მეტი სამეგრელოდან და იმერეთიდან ჩამოვიდა სამუშაოდ, სეზონზე არიან დასაქმებულები და ნორმალურ გასამრჯელოსაც იღებენ. ჩვენი ხარჯი კი მაქსიმალურად გაიზარდა, ამიტომ ყურძნის ფასმა უნდა გაამართლოს, რომ შრომა გვიღირდეს", - ამბობს ფერმერი.

მუშახელის სიმცირე შარშანაც შეიმჩნეოდა. საქართველოს რეგიონებში დღიური შრომის საფასური 2019  წელს 25 ლარი იყო და გაწეული შრომის სირთულის შესაბამისად, 50 ლარამდე მატულობდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system