თავში

კარანტინის პირობებში ფერმერული საქმიანობა არ შეჩერებულა

კარანტინის პირობებში ფერმერული საქმიანობა არ შეჩერებულა
კარანტინის პირობებში ფერმერული საქმიანობა არ შეჩერებულა

ეპიდემიის ფონზე ქვეყანაში ძირითადი ფერმერული საქმიანობა არ შეჩერებულა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ფერმერების დახმარების პროგრამების დაფინანსებას არათუ არ ამცირებს, არამედ ზრდის.

ჩვენ, ჯერ ერთი გავაგრძელეთ საქმიანობა, ანუ ფერმერებმა გააგრძელეს საქმიანობა. მეორე, სახელმწიფო არც ერთი დახმარების პროგრამა არ შეჩერებულა, არც დაფინანსება შემცირებულა. პირიქით, ეკონომიკური დახმარების პაკეტში გათვალისწინებულია გაზრდილი დაფინანსება იმ უკვე არსებული პროგრამების, რომლებიც ჩვენი ფერმერები სარგებლობენ. ნებისმიერ დაინტერესებულს, რომელიც ახლა უბრუნდება სოფელს და აქვს ინტერესი, რომ ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში შეუძლია ამ პროგრამებით ისარგებლოს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 10-ზე მეტი ასეთი პროგრამა მოქმედებს.

პრემიერ-მინისტრის ანტიკრიზისულ გეგმას 24 აპრილს წარადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system