თავში

კარტოფილის ექსპორტის ძირითადი ნაწილი რუსეთსა და აზერბაიჯანზე მოდის

კარტოფილის ექსპორტის ძირითადი ნაწილი რუსეთსა და აზერბაიჯანზე მოდის
კარტოფილის ექსპორტის ძირითადი ნაწილი რუსეთსა და აზერბაიჯანზე მოდის

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან 0701 სასაქონლო ნიშნით 2,929.8 ტონა ახალი ან შეყინული კარტოფილი გაიყიდა. კარტოფილის ექპორტის ძირითადი ნაწილი რუსეთსა და აზერბაიჯანში გავიდა.

წელს საქართველომ რუსეთში გაყიდა 669.1 ათასი დოლარის ღირებულების 1,663.6 ტონა კარტოფილი. შარშანდელთან შედარებით მონაცემი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. შარშან რუსეთში საქართველომ დააექსპორტა 23.5 ათასი დოლარის 57.3 ტონა კარტოფილი.

რაც შეეხება, საქართველოსთვის კარტოფილის ექსპორტისთვის სიდიდით მეორე უმსხვილეს ბაზარს,  აზერბაიჯანში საქართველოდან წელს ექსპორტზე გაიტანა 195.8 ათასი დოლარის 1,122.8 ტონა კარტოფილი. შარშანდელთან შედარებით, მონაცემი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 2019 წელს საქართველომ აზერბაიჯანში გაყიდული 3,212.3 ტონა ახალი ან შეყინული კარტოფილისგან 573.9 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

შარშან საქართველომ თურქმენეთში გაყიდა 320.0 ტონა, ხოლო უკრაინაში  227.1 ტონა, ერაყში კი  39.7 ტონა კარტოფილი. ამ სამ ქვეყანაში კარტოფილის ექსპორტი წელს აღარ ფიქსირდება. 2019 წელს ამ სამ ქვეყანაში დაექსპოერტებული კარტოფილის ღირებულება 349.0 ათასი დოლარი გახლდათ.

ბელარუსში კარტოფილის ექსპორტი წლიურ ჭრილი 19.4 ტონიდან 81.4 ტონამდეა გაზრდილი, ხოლო კარტოფილის ექსპორტიდან შემოსავალი ერთ წელიწადში გაზრდილია 4.8 ათასიდან 12. 3 ათას დოლარამდე. 

შესამჩნევადაა გაზრდილი საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი სომხეთშიც. თუ შარშან ამ ქვეყანაში საქართველომ გაყიდა ტონაზე ნაკლები კარტოფილი, წელს ეს მაჩვენებელი გაუტოლდა 21.1 ტონა, ხოლო ფულად გამოსახულებაში სომხეთში საქართველოდან განხორციელებული კარტოფილის ექსპორტი წლიურ ჭრილში გაზრდილია 0.1 ათასიდან 3.4 ათას დოლარამდე.

ცნობისთვის, ქართული კარტოფილით არაბები დაინტერესდნენ. შეგახსენებთ, საქართველოში წელს კარტოფილის უხვი მოსავალია, თუმცა ფასი მცირეა. როგორც ფერმერები აღნიშნავენ, მოთხოვნა გააქტიურებულია და როგორც კი მოსავალი დასაწყობდება, შეიძლება ამან ფასზეც იმოქმედოს და კარტოფილი მცირედით მაინც გაძვირდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system