თავში

ქართულ -ყაზახური ეკონომიკური გაერთიანების შექმნის იდეა გაჩნდა

ქართულ -ყაზახური ეკონომიკური გაერთიანების შექმნის იდეა გაჩნდა
ქართულ -ყაზახური ეკონომიკური გაერთიანების შექმნის იდეა გაჩნდა

უძრავი ქონების პორტალი Property Georgia საქართველოში საერთაშორისო ინვესტორებისთვის და, მეორეს მხრივ, უცხოური ბაზრებით დაინტერესებული ადგილობრივი დეველოპერებისთვის მუშაობს. ორგანიზაცია ყაზახეთის კონსულთან საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქართულ -ყაზახური ეკონომიკური გაერთიანების შექმნის იდეა გაჩნდა. ინიციატივა ყაზახეთის კონსულს გიორგი ჯახუტაშვილს ეკუთვნის. მისი განმარტებით, ინიციატივა, განხორციელების შემთხვევაში, ყაზახური ინვესტიციების მოსაზოდად იმუშავებს. 

"საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ყაზახი ინვესტორების მოსაზიდად აქვს ინიციატივა, შეიქმნას ქართულ -ყაზახური ეკონომიკური გაერთიანება, რომლის ამოცანა იქნება მუშაობა 4 ძირითადი მიმართულებით: საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობები, ტურიზმის ხელშეწყობა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.ჯახითაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პანდემიის გათვალისწინებით, ყაზახ ინვესტორებს სწორად შეფუთული 5-10 მილიონიანი პროექტები სჭირდებათ," - ამბობს ჯახუტაშვილი.

კონსულის შეფასებით, ყაზახეთისთვის საქართველო საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს ლოჯისტიკის კუთხით. ყაზახმა ინვესტორებმა ქვეყანაში შემოსვლა 2006 წლიდან დაიწყეს. საქართველოში წარმოდგენილია ყაზახეთის როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ინვესტიციები. გიორგი ჯახუტაშვილი იხსენებს, რომ ყაზახეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა კეთილგანწყობით გასცა დავალება საჯარო კომპანიებზე, რომ საქართველოში დაეწყოთ ინვესტირება, რასაც შედეგად საკმაოდ მსხვილი ინვესტიციები მოყვა: ბათუმის ტერმინალი, ,,რომპეტროლი”,ინვესტიცია ჩაიდო საბანკო სექტორში, ტაზახური ინვესტიციით რეაბილიტირდა ლიკანის სასტუმრო, აღდგა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავია მიმოსვლა.

 ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში შეუფერხებლად მიმდინარეობს 30 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტები, ხოლო 70 მილიონის მომზადების პროცესშია, მათ შორის შოვის ბალნეოლოგიური კურორტი. " მისივე განცხადებით, საქართველოში ყაზახური კაპიტალით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, ჯამური საინვესტიციო მოცულობა სცდება 450 მილიონ აშშ დოლარს. ამ კომპანიებში დასაქმებულია 3 500-ზე მეტი ადამიანი.

ყაზახეთსა და საქართველოს სორის ინვესტიციების, ვაჭრობის, ტურიზმის და კულტურულ-სოციალურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გასული წლის ზაფხულზე გაფორმდა. გაერთიანების მიზანია ერთობლივი ღონისძიებების შექმნა, რომლებიც ორიენტირებული იქნება ინვესტიციებზე, ვაჭრობაზე, ტურიზმსა და ორივე ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system