თავში

ქართულ სტარტაპში ამერიკული ინვესტიცია შესაძლოა აზერბაიჯანელმა ინვესტორმა ჩადოს

ქართულ სტარტაპში ამერიკული ინვესტიცია შესაძლოა
ქართულ სტარტაპში ამერიკული ინვესტიცია შესაძლოა აზერბაიჯანელმა ინვესტორმა ჩადოს

აზერბაიჯანელი ინვესტორი "სილიკონ ველიდან" ქართული სტარტაპით დაინტერესდა. ამის შესახებ report.ge-ს სტარტაპ კომპანია ELVEN TECHNOLOGIES-ში განუცხადეს. 

სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე გვიხსნის, რომ საუბარია დიდი ფინანსური შესაძლებლობის მქონე ინვესტორზე, რომელიც წლებია ცხოვრობს და ფლობს მსხვილ კომპანიას ამერიკაში. 

მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია, უფრო მეტიც, შეთანხმება ინვესტიცირებაზე თითქმის მიღწეულია, თუმცა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ხერხეულიძე სხვა დეტალის გასაჯაროვებაზე თავს იკავებს, ამბობს, რომ ეს კომერციული საიდუმლოებაა. ამ ეტაპზე ის არც ინვესტორის ვინაობას და არც ორგანიზაციის საქმიანობის სფეროს გვიმხელს. გვეუბნება მხოლოდ იმას, რომ აზერბაიჯანელი ინვესტორი იმ მსხვილი ამერიკული კომპანიის მფლობელია, რომელიც სამაშველო ცეცხლგაუმტარი უნიფორმის წარმოებაში ფულის დაბანდებით არის დაინტერესებული. 

"აზერბაიჯანში გაჩნდა საინტერესო კონტაქტი ცოტა ხნის წინ. აზერბაიჯანელი ინვესტორი გამოჩნდა "სილიკონ ველიდან". საკმაოდ ძლიერ ინვესტორზე მაქვს საუბარი", - აცხადებს ELVEN TECHNOLOGIES-ის თანადამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე.

ასე რომ, ქართული სტარტაპი ამერიკული კაპიტალდაბანდებით შესაძლოა მალე სილიკონ ველზე ვიხილოთ. 

როგორც ვამეხ ხერხეულიძე გვიხსნის, მეხანძრის ცეცხლგაუმტარი უნიფორმა უკვე მზადაა და ტესტირებისთვის ემზადება. მისი თქმით, დღეს ქართველ სტარტაპერებს საფრანგეთში, ავსტრალიაში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ლატვიაში, კოლორადოს შტატში და კიდევ ბევრგან სწორედ ამ უნიფორმის დამსახურებით ცნობენ. 

კომპანია პროდუქტის წარმოების დაწყებას 2022 წლის ბოლოსთვის გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system