თავში

ქართული კომპანიების მეოთხედმა თანამშრომლები დროებით ან სრულად დაითხოვა

ქართული კომპანიების მეოთხედმა თანამშრომლები დროებით ან სრულად დაითხოვა
ქართული კომპანიების მეოთხედმა თანამშრომლები დროებით ან სრულად დაითხოვა

"კომპანიების 43%-მა დასაქმებულებს ხელფასი შეუმცირა; კომპანიების 32%-მა ყველა დასაქმებულს ხელფასი სრულად შეუნარჩუნა; 20%-მა დასაქმებულები სრულად ან ნაწილობრივ უხელფასო შვებულებაში გაუშვა; კომპანიების 5%-მა კი, სრულად ან ნაწილობრივ დაითხოვა თანამშრომლები სამსახურიდან," - - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელშიც 1 553 ბიზნეს სუბიექტი გამოიკითხა.

კვლევის მიხედვით მომავალი 6 თვის განმავლობაში დასაქმებულებს უკლებლივ შეინარჩუნებს კომპანიების მხოლოდ 53%-ი.

კვლევისას გამოიკვეთა, რომ კომპანიების 76 % პანდემიის შედეგად ბრუნვა შეუმცირდა, 39% დაგეგმილ ინვესტიციებს ვერ ახორციელებს, კომპანიების 43%-მა უკვე შეუმცირა დასაქმებულებს ხელფასი და სხვა. მეწარმეთა 91% -მა დადებითად შეაფასა მთავრობის მიერ COVID-19 -ის გავრცელების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები.

ცნობისთვის, გამოკითხულთა 89% რეგიონულ ბიზნეს, ხოლო 97% მცირე და საშუალო მეწარმეებს წარმოადგენს. კვლევაში 50 -მდე სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ COVID19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის მეორე ეტაპი დაასრულა. კვლევა ჩატარდა მიმდინარე წლის ივნისში, საგანგებო მდგომარეობის-ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და წარმოადგენს ორეტაპიანი გამოკითხვის დასკვნით ნაწილს.

აღნიშნული შედეგების შესწავლის საფუძველზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს დონორი ორგანიზაციებისთვის და შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის.

კვლევის პირველი ეტაპი 2020 წლის მარტში, საგანგებო მდგომარეობის / ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებამდე ჩატარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system