თავში

ქართული მოცვის წარმოება ტემპს იკრებს

ქართული მოცვის წარმოება ტემპს იკრებს
ქართული მოცვის წარმოება ტემპს იკრებს

ბაღდათში მდებარე შპს ,,აგროლეინმა" სეზონი დაასრულა. ქარხანამ წელს 100 ტონა მოცვის მოსავალი მიიღო და გადაამუშავა. მოცვის პლანტაციები ბაღდათში 2010 წელს გაშენდა  და ქარხანა მხოლოდ 2017 წელს, სახელმწიფოსგან მიღებული თანადაფინანსებით გაიხსნა. პროდუქტი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე გადის.

კოპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, სურდათ ისეთი პროდუქცია გაეშენებინათ, რომელიც ექსპორტზე იქნებოდა გათვლილი, რადგანაც მსგავსი პროდუქტები საქართველოში ძირითადად იმპორტირებულია. მეწარმე ამბობს, რომ მოცვის გასაშენებლად და კარგი მოსავლის მისაღებად დასავლეთ საქართველოს ნოყიერი ნიადაგი ხელსაყრელი იყო. 

,,მოცვის გაშენება ჩვენ დავიწყეთ იმ პერიოდში, როცა ეს კულტურა საქართველოში გაშენებული არ იყო. ვცდილობდით, ისეთი პროდუქტი მოგვეშენებინა, რომელსაც ბაზრის დაკავების მხრივ ექნებოდა უპირატესობა და ამ გათვლამ გაამართლა.  მოცვის კულტურა ხელით შრომას ითხოვს, თან მუშა ხელი ჩვენთან შედარებით იაფია, რაც გვაძლევს საშუალებას ევროპის ბაზარზე შედარებით კონკურენტუნარანი ფასი გვქონდეს. ბაზარზე მოთხოვნა დიდი და ყოველწლიურად მზარდია. წელს 100 ტონა მოსავალი მივიღეთ, შარშან - დაახლოებით 60 ტონა. აქცენტი შრომაზე გავაკეთეთ. აგრარულ სექტორში დიდი პოტენციალია, სწორად გამოყენების შემთხვევაში, შეუძლებელია მან არ გაამართლოს.კარგია იმ მხრივაც, რომ სამუშაო ადგილები იქმნება. სეზონზე 150 ადამიანი გვყავს დასაქმებული,  მაგრამ მუდმივად 30 ადამიანი მუშაობს. ქარხნის წარმადობა, სრული დატვირთვით მუშაობის შეთხვევაში, 300 ტონაზე მეტია"- აღნიშნა ღვინიაშვილმა report.ge-თან საუბრისას.

ამ ეტაპზე ლურჯი მოცვი ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში 6 ჰექტარზე აქვთ გაშენებული, თუმცა ნედლეულის შესყიდვას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.  ქარხანა  თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი დაპროდუქტის წარმოებას ISO 22 000- სტანდარტით ახორციელებს.

მსოფლიოში მოცვის ყველაზე დიდი მწარმოებელი ამერიკის შეერთებული შტატებია. ზაფხულში საფრანგეთს, ნიდერლანდებს, პოლონეთსა და გერმანიასაც აქვთ საკუთარი წარმოება, დამატებით მარაგს, ძირითადად, მაროკოდან იღებენ. ასევე, ევროპაში ყველაზე შორი მანძილიდან-ჩილედან ხდება იმპორტი. საექსპორტო შესაძლებლობებს ზრდის სამხრეთ აფრიკა და პერუც. რაც შეეხება ჟოლოს, იანვარსა და დეკემბერში ევროპას ჟოლოთი მაროკო ამარაგებს, წლის დანარჩენ პერიოდს კი ესპანეთი, ნიდერლანდები და ბელგია ავსებენ. დღეს, საქართველოდან ევროპაში კენკროვანი კულტურების ექსპორტს მხოლოდ რამდენიმე კომპანია ახორციელებს, მათ შორისაა ,,აგროლეინი". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system