თავში

ქართული ყავის ქარხანა მსოფლიოს საუკეთესო ოფისად აღიარეს

ქართული ყავის ქარხანა მსოფლიოს საუკეთესო ოფისად აღიარეს
ქართული ყავის ქარხანა მსოფლიოს საუკეთესო ოფისად აღიარეს

ყავის კომპანია "მეამა" მსოფლიოს საუკეთესო ოფისად აღიარეს.  კომპანიის შენობა 2020 წლის სამი ნომინაციის გამარჯვებულია.

კომპანიის ცნობით, გამარჯვება შენობამ მსოფლიოში არქიტექტურის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე Architizer A+Awards მოიპოვა.

გამარჯვებული ნომინაციებია:

1. საუკეთესო დაბალსართულიანი საოფისე სივრცე
2. ოფისის ინტერიერი
3. არქიტექტურა და ბეტონი.

ცნობისთვის, კომპანიის შენობა 2019 წლის სექტემბერში პრესტიჟულ, საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის ArchDaily & Strelka Award-ის გრან-პრის მფლობელიც გახდა.

ყავის ქარხნის შენობა Unix Development-ის აშენებულია. მშენებლობა დაიწყო 2017 წლის მარტში და დასრულდა 2018 წლის სექტემბერში. შენობა გამოირჩევა ურთულესი გეომეტრიული ნაგებობებითა და ბეტონის დაკეცილი კედლებით. გამორჩეულია ე.წ. „მწვანე გადახურვა“ – პირველად საქართველოში შენობის სახურავი მთლიანად დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მცენარეული საფარით.

შენობის შიგნით განლაგებულ სამ სხვადასხვა ატრიუმში დარგულია განსხვავებული ჯიშის ხეები, რომლებიც, მათი ხილვისას, სრულიად ანეიტრალებენ და აქრობენ ადამიანთა გონებაში არსებულ წარმოდგენებს სტანდარტული ქარხნების შესახებ.

ყავის ქარხნა  კრონოსის სასახლის მსგავსად ეყრდნობა ერთიანად ჩამოსხმულ 10 მეტრიან ბეტონის სვეტებს.

ქარხანაში წარმოებული ყავა „მეამას“ ბრენდით იყიდება. პროექტის საინვესტიო ღირებულება კი დაახლოებით, 25 მლნ ლარია.

ქარხანა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system