თავში

ქართული ყველის პირველი სკოლა მოსწავლეებს გაზახულზე მიიღებს

ქართული ყველის პირველი სკოლა მოსწავლეებს გაზახულზე მიიღებს
ქართული ყველის პირველი სკოლა მოსწავლეებს გაზახულზე მიიღებს

საქართველოში ყველის პირველი სკოლა მოსწავლეების მიღებას გაზახულზე დაიწყებს. ამის შესახებ report.ge-ს "საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის" თავმჯდომარემ და სკოლის დამაარსებელმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ განუცხადა. მისი თქმით, პანდემიამ სკოლის არსებობის აუცილებლობა გაამძაფრა.

საქმე ისაა, რომ პანდემიის გამო მეწარმეებს დიდი ოდენობით პროდუქტი გაფუჭდათ, რადგან  მცირე მეწარმეები ყველის დაძველების ტექნოლოგიას არ ფლობდნენ. ზოგიერთს კი წარმადობის შემცირება ან საერთოდ შეჩერება მოუწიათ.

ანა მიქაძე დარწმუნებულია, რომ ამ ცოდნის შეძენის შემთხვევაში, ქართული ყველის მწარმოებლებს შემოსავალი გაეზრდებათ, უფრო მეტიც, მიქაძე ამტკიცებს, რომ ქართულ დავარგებულ ყველს მსოფლიო ბაზარზე დიდი პერსპექტივა ექნება.

ცნობისთვის, სივრცე კახეთის ტერიტორიაზე მოეწყობა და თეორიულ სწავლებასთან ერთად მსურველებს პრაქტიკულ უნარებსაც შეასწავლის. 

სკოლა ლაბორატორიული ინვენტარითაც აღიჭურვება.

სკოლა-საწარმოში სწავლება დუალური მეთოდით მოხდება. პრაქტიკული მეცადინოებები შემოდგომიდან დაიწყება. ტენინგებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ჩაატარებენ. სკოლა-საწარმო საწყის ეტაპზე 25 სტუდენტს მიიღებს.

ყველის სკოლის გახსნა თავდაპირველად კახეთში იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ მისი მოწყობა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გადაწყდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system