თავში

ქართული სატელევიზიო ბაზრის გადანაწილება მომგებიანობის მიხედვით

ქართული სატელევიზიო ბაზრის გადანაწილება მომგებიანობის მიხედვით
ქართული სატელევიზიო ბაზრის გადანაწილება მომგებიანობის მიხედვით

სატელევიზიო მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავლების ოდენობის მიხედვით, 2019 წელს ყველაზე დიდი წილი „ტელეიმედს“ ეკავა - 28%, მას მოსდევდა „რუსთავი 2“ - 24%, „ფორმულა“ - 17%, საზოგადოებრივი მაუწყებელი - 7%, „ტელეკომპანია პირველი“ - 4%, „სილქნეტი“ და „მთავარი არხი“ - 3-3%. სხვა მაუწყებლების შემოსავლების ჯამურმა წილმა 13% შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ოდენობის მიხედვით, 2019 წელს ყველაზე დიდი წილი „ტელეიმედს“ ეკავა - 39%. მას მოსდევდა „რუსთავი 2“ – 32%, „ტელეკომპანია პირველი“ - 6%, „სილქნეტი“ -4% და „მთავარი არხი“ - 4%, სხვა მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ჯამურმა წილმა 15% შეადგინა.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, სატელევიზიო მაუწყებლების მიერ მიღებული ჯამური შემოსავლის ძირითად წყაროს - მთლიანი შემოსავლის 63.4%-ს - რეკლამა და სპონსორობა შეადგენდა.

სატელევიზიო მაუწყებლების მიერ მიღებული ჯამური სარეკლამო შემოსავლის ძირითად წყაროს რეკლამა, პროდუქტის განთავსება და სპონსორობა შეადგენდა.

რაც შეეხება რადიოს, მისი მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ძირითად წილს - 99%-ს რეკლამა და სპონსორობა წარმოადგენა, ძალიან მცირე წილი კი, პროდუქტის განთავსებასა და განცხადებებს მოიცავდა.

რადიო მაუწყებლობიდან მიღებული სარეკლამო შემოსავლების ოდენობის მიხედვით, 2019 წელს ყველაზე დიდი წილი 56% „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ ეკავა, შემდეგ „რადიო იმედს“ - 11%, „ჯეო მედიას“ და „ქართულ რადიოს“ - 5-5%. სხვა რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ჯამურმა წილმა 23% შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system