თავში

ქართული ციტრუსის ექსპორტისთვის ახალი ბაზრები იხსნება

ქართული ციტრუსის ექსპორტისთვის ახალი ბაზრები იხსნება
ქართული ციტრუსის ექსპორტისთვის ახალი ბაზრები იხსნება

აჭარის რეგიონში ციტრუსის სეზონი გაიხსნა. საადრეო მანდარინის ნაწილი უკვე მოიკრიფა. მნიშვნელოვანია, რომ წელს ციტრუსის საექსპორტო არეალი გაფართოვდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მანდარინის გატანა შუა აზიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში იგეგმება.

მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 55-60 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც 2018 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. შარშან 65 ათასი ტონა ციტრუსი მოიკრიფა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის შეფასებით, მოსავლის კლება სეზონურ ფაქტორს - მეწლეობას უკავშირდება.

მინისტრის ინფორმაციით, არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის მიმდინარეობის პროცესში. 

,,ციტრუსი წელს მნიშვნელოვანი რაოდენობით გავა ყაზახეთში, უზბეკეთსა და ბალტიისპირეთში. ტრადიციულ ბაზრებზეც კეთდება აქცენტი, მათ შორის რუსეთში, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა ახალი ბაზრების ათვისებაა, რა მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. გარდა ამისა ექსპორტის მცირე ნაწილი განხორციელდება გერმანიაშიც, ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყო. ქართული მანდარინით დაინტერესებულია ჩინეთიც, სადაც ასევე შეიძლება ჩვენი პროდუქტი გავიდეს. რაც შეეხება მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელს, დაახლოებით 55-60 ათასი ტონაა. შარშან მეტი იყო, მაგრამ სეზონური ფაქტორიდან გამომდინარე, მოსავალი შემცირდა", - განუცხადა აროშიძემ report.ge-ს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს არასტანდარტული მანდარინის მიღება-გადამუშავებას შპს ,,TCF GEORGIA’’ და შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’ განახორციელებს. TCF GEORGIA’’ 3000 ათას ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღებას გეგმავს, რაც შეეხება არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’-ს შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. საექსპორტო მანდარინს ამზადებს 30–მდე ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო, რომელთაც 30 000 ტონაზე მეტის მიღება-დახარისხება შეუძლია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system