თავში

ქათმის გაყინულ ხორცში წყლის შემცველობა 7%-მდე გაიზარდა

ქათმის გაყინულ ხორცში წყლის შემცველობა 7%-მდე გაიზარდა
ქათმის გაყინულ ხორცში წყლის შემცველობა 7%-მდე გაიზარდა

გაყინული ქათმის ხორცში წყლის დასაშვები ნორმა 7%-მდე გაიზარდა, არადა შარსან საუბარი იყო ამ ზღვრის 5%-მდე დაწევაზე. 2020 წლის ოქტომბერში ამოქმედდა კიდეც  ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი. ახალი მოთხოვნები ფრინველის ხორცის იმპორტიორებისთვის თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, რეგულაციების ძალაში ოქტომბერში შევიდა, თუმცა ამ რეგულაციამ მხოლოდ 3 თვით იმუშავა. მიმდინარე წლის იანვარში მთავრობამ რეგლამენტის მოქმედება აპრილამდე შეაჩერა, რაც მაშინ აიხნა იმით, რომ ამ საკითხს განიხილავდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციაში კი ამტკიცებენ, რომ საქართველოში წყლის 5%-იანი ზღვარი რომ დადგენილიყო, აშშ-დან ქათმის იმპორტი შეიზღუდებოდა. ზურაბ უჩუმბეგაშვილის განმარტებით, წყლის 5%-იანი ზღვარი ქათმის ხორცში დადგენილია ევროკავშირის ქვეყნებში, 7%-იანი - აშშ-ში. 

"ამაში უბედურება არაფერია, ეს არც ხარისხზე მოქმედებს. უბრალოდ, აშშ-ში ხდება დაკვლის შემდეგ პროდუქტის დამუშავება სალმონელაზე და ათას სხვა ბაქტერიაზე, რაც ავტომატურად ზრდის წყლის შემცველობას სულ 2%-ით“- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.

ცნობისთვის, ფრინველის ხორცის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 20 ოქტომბრიდან შევიდა, რომლის მიხედვითაც 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს, გაციების მეთოდიდან გამომდინარე, წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას. რეგლამენტით განსაზღვრულია დაფასოებული ადგილობრივი წარმოების გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის წონის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირება. რეგლამენტის თანახმად, ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

იმპორტირებული ხორცის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ან აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

ფრინველის ხორცის იმპორტიორები რეგლამენტის ამოქმედების გადავადებას ითხოვენ და ამბობე, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარზე ქათმის ხორცის დეფიციტი შეიქმნება და პროდუქტი გაძვირდება.

2020 წლის III კვარტალში ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.5 პროცენტით გაიზარდა და 11.5 მილიონ ფრთას მიაღწია. 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 236.4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. ამავე პერიოდში სასაკლაოების მიერ წარმოებული იქნა 10 224.1 ტონა ხორცი (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 46.8 პროცენტი - ფრინველის ხორცია. 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 76.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 49.3 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით). 

2020 წლის IV კვარტალში ფრინველის რაოდენობამ 9.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 4.7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system