თავში

კერძო მოხმარების დონე მცირდება

კერძო მოხმარების დონე მცირდება
კერძო მოხმარების დონე მცირდება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ინფორმაციით, კერძო მოხმარების მოცულობა, განსაკუთრებით არასასურსათო პროდუქტებზე და მომსახურების სექტორში მნიშვნელოვნადაა შემცირებული. შესაბამისად, იკლებს იმპორტიც, რაც გარკვეულ გავლენას ეკონომიკურ აქტივობაზეც ახდენს, რა შემთხვევაშიც საბიუჯეტო ოფისი მეორე კვარტალში 10,7%-იან კლებას პროგნოზირებს

ოფისის ვარაუდით,  საქონლის იმპორტის რაოდენობაც შემცირდება, რასაც თან ერთვის ნავთობის ფასების შემცირებით გამოწვეული ფასისმიერი კლების ეფექტიც ენერგომატარებლების იმპორტზე. 

გამოთქმულ მოსაზრებას იზიარებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც და დასძენს, რომ საგარეო ვაჭრობაში კლების ტენდენცია სამომავლოდ გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, როგორც სტატისტიკოსი ამბობს, ჯერ არ ჩანს პერსპექტივა, რომელიც ამ ნეგატიურ ტრენდს საპირისპიროდ შემოაბრუნებს.

,,მთავრობა წლიურად 5%-იან ეკონომიკურ ვარდნას ვარაუდობს  იმ პირობებში, როცა წლის დასაწყისში ნავარაუდევი იყო 5%-იანი ზრდა. გამოდის, რომ წინასწარ ნავარაუდევს და ამჟამინდელ პროგნოზს შორის არის  10%-ინი სხვაობა. საკმაოდ დრამატული რეალობაა. მეორე კვარტალში კი კლება შეიძლება 10,7%-ზე მეტი იყოს, ეს მოსალოდნელიცაა. რამდენიმე კვირაა, არასასურსათო სეგმენტი დაკეტილია, განსაკუთრებით ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები, რაც სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ფაქტია, რომ მოსახლეობას ამ მიმართულებით ხარჯი არ გაუწევია. გარკვეულწილად, იძულებით ეკონომიას აქვს ადგილი. მსოფლიო მასშტაბით იგივე ტენდენციაა. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურს აპრილის მონაცემი არ გამოუქვეყნებია, ხოლო მარტში, თებერვალთან შედარებით, არასასურსათო საქონლის რეალიზაციის 40%-იანი კლებაა დაფიქსირებული. ჩვენს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი მეტიც იქნება. საკამოდ რთული მდგომარეობაა, რეალიზაციის კლება პირდაპირ აისახება იმპორტზეც, რამდენადაც ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის 90% იმპორტული საქონელია", - განმარტავს სოსო არჩვაძე.

საბიუჯეტო ოფისი განმარტავს, რომ მშპ-ის მოსალოდნელი კლება გამოწვეულია COVID 19-ის პანდემიით როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების შოკებისაგან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system