თავში

ხევაშენის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

​ხევაშენის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა
ხევაშენის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“სამცხე-ჯავახეთში ხევაშენის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა.

დაბა აბასთუმანში აშენდა სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომლებიც სარწყავი სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. მოეწყო ნაპირდამცავი კედელი, აშენდა ხიდი, გაიწმინდა სარწყავი არხი.

განხორციელებული პროექტის შედეგად აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, ადიგენის მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

ცნობისთვის, საქართველოში საგრძნობლად არის გაზრდილი წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული მიწების ფართობი. 2012 წელს მათი რაოდენობა 60 ათას ჰექტრზე ნაკლები იყო, ხოლო 2019 წელს ჯამურად თითქმის 170 ათასი ჰექტარი შეადგინა, თუმცა სამელიორაციო სისტემის ქსელის გაფართოების და რეაბილიტაციის მიუხედავად, ირიგაცია და დრენაჟი მაინც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system