თავში

ხევი კარტოფილის წარმოებისთვის ემზადება

ხევი კარტოფილის წარმოებისთვის ემზადება
ხევი კარტოფილის წარმოებისთვის ემზადება

ყაზბეგის ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის კახი ჯანყურაშვილის ინფორმაციით, ყაზბეგში 140 ჰა მიწა დამუშავდა, რომლის 99% მთლიანად კარტოფილის კულტურად დაეთმო. სეზონზე კარტოფილი დამატებით 20 ჰა ფართობზე დაირგვება. ამის გარდა, დაითესა ბადრიჯანი, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. როგორც ჯანყურაშვილმა report.ge-თან აღნიშნა, ხევის მიწა ბოსტნეული კულტურების მოსაყვანად საუკეთესო აღმოჩნდა.

,,კარტოფილი ხევში შინა მეურნეობებს ოჯახის სამყოფი რაოდენობით მოყავდათ, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში წარმოება რამდენიმე ფერმერმა გააფართოვა და კარტოფილთან ერთად, სხვა ბოსტნეული კულტურების მოყვანაც დაიწყო. ამ ეტაპზე სულა 140 ჰა მოიხნა. მეცხოველეობით განთქმული ხევისთვის ეს მიმართულება, შეიძლება ითქვას, ჯერ კიდევ სიახლედ ითვლება. თუმცა სათესლე მასალასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დიდი პრობლემაა. მოსახლეობას სერტიფიცირებული თესლი არ აქვს, ძირითადად ბაზრებში ყიდულობენ, ზოგს სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოაქვს. სერტიფიცირებული 1 კგ. კარტოფილის თესლი 4 ლარი ღირს, რაც ძალიან ძვირია. ამიტომ ძირითადად ადგილობრივი სათესლე მასალა გამოიყენეს. როგორ გაამართლებს მოსავალი, ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, რომ  წარმოების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზრდება.  მეტი მიწა დამუშავდა. პანდემიამ და შიშმა, რომ შეიძლება სურსათის დეფიციტი გაჩნდეს, ხალხი გააქტიურა. ბევრი ქალაქიდანაც ჩამოვიდა და სამეურნეო საქმიანობას მიჰყო ხელი. ყველა ცდილობს, რომ როგორმე თავი გაიტანოს. დარგვის პროცესი 2 კვირაში დასრულდება, მოსავალს კი სექტემბრიდან მივიღებთ. შემიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი კარტოფილი სწორედ ყაზბეგში მოდის, რადგან საერთოდ არ ვიყენებთ შხამ-ქიმიკატებს, მთლიანად ნატურალური პროდუქტია, რისთვისაც ნიადაგიც ნოყიერია", - ამბობს ჯანყურაშვილი.

მისი ინფორმაციით, განსაკუთრებით უხვმოსავლიანი არის კარტოფილის ჰოლანდიური და გერმანული ჯიშები. შედარებისთვის, თუკი ჰექტარზე ქართული კარტოფილი დაახლოებით 10 ტონამდეა, ჰოლანდიური წარმოშობის პროდუქტის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 20 ტონას აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system