თავში

ხიხანის ციხემდე მისასვლელი ბილიკი კეთილმოეწყობა

ხიხანის ციხემდე მისასვლელი ბილიკი კეთილმოეწყობა
ხიხანის ციხემდე მისასვლელი ბილიკი კეთილმოეწყობა

აჭარაში, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა იწყება. ამის შესახებ report.ge-ს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს. ამჟამინდელი ასასვლელი ბილიკი გაფართოვდებს, დამონტაჟდება მოაჯირები, კიბეები და მოსასვენებელი ადგილები, რაც ბილიკის დალაშქვრას გაამარტიივებს. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განმარტებით, ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. პროექტის მიხედვით, ბუნებრივ და ეკოლოგიურ გარემოსთან შეხამებული ტურისტული ბილიკის ინფრასტრუტურული მოდელი შეიქმნება, რაც პირველ რიგში უსაფრთხოს და მიმზიდველს გახდის ხიხანის ციხის დალაშქვრას. 

"ხიხაძირის ხეობაში ხიხანის ციხე გახდება არამხოლოდ ალპური მარშრუტების მთავარი დანიშნულების ადგილი, არამედ მთავარი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას ხეობაში. ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაპტით. ციხე განთავსებულია მთის ფერდობზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ რელიეფზე, სადაც ასვლა შესაძლებელია მხოლოდ მთის აღმართში გაკვალული ბილიკით, რომელიც დღეის მდგომარეობით გარკვეულ მონაკვეთებში არის სახიფათო და მისი დალაშქვრა ფიზიკურ მზაობას მოითხოვს," - განმარტავენ დეპარტამენტში. 

აჭარაში წელს ზაფხულის სეზონისთვის 4.3 მლნ ლარი დაიხარჯება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system