თავში

ხორცის, რძის და კვერცხის წარმოება შემცირდა

ხორცის, რძის და კვერცხის წარმოება შემცირდა
ხორცის, რძის და კვერცხის წარმოება შემცირდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მე-3 კვარტალში წარმოებულია 160.3 მლნ ლიტრი რძე, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.8 პროცენტით ჩამორჩება. ხორცის წარმოებამ 14.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით ნაკლებია. 

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 146.2 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.1 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებითვე, 2019 წლის მე-3 კვარტლის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტით შემცირდა და 902.1 ათასი სული შეადგინა.

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 436.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 7.1 პროცენტით ჩამორჩება.

ამასთან, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 7.3 პროცენტით შემცირდა და 813.6 ათასი სული შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system