თავში

კობა გვენეტაძე: ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია

კობა გვენეტაძე: ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე
კობა გვენეტაძე: ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე გადაჭარბებულია

2019 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 19-ით არის შემცირებული.  

სპეციალისტების განმარტებით მიკროსაფინანსო სექტორს ყველაზე მეტად საპროცენტო ზედა ზღვრის დაწესებამ დაარტყა.

დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე, კობა გვენეტაძემ განმარტა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სისტემა ნამდვილად იზრდებოდა რეგულაციებამდე, თუმცა იზრდებოდა არაჯანსაღად და აგროვებდა ძალიან ბევრ რისკს. სებ-ის რეგულაცია კი სწორედ ამ რისკების შემცირებას ემსახურება. 

"მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში...მაშინ 200-ზე მეტი საბანკო ორგანიზაცია და ბანკი იყო საქართველოში,თუმცა მათ მიერ გაწეული მომსახურეობა და მათი კონტრიბუცია ეკონომიკაში ნამდვილად არ იყო ისეთი, როგორიც არის დღეს. აქედან გამომდინარე ეს გზა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გასავლელი აქვთ," - განაცხადა კობა გვენეტაძემ და თქვა რომ, ბაზარზე დარჩებიან მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებსაც შესწევთ ძალა გაითვალისწინონ საზედამხედველო მოთხოვნები.

სებ-ის დირექტორი ასევე გამოეხმაურა იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 2019 წელი ზარალით დაასრულა. 

გვენეტაძის განცხადებით, ეს ტექნიკურად მართლაც ასეა, თუმცა ფინანსურად სებ-ის დირექტორის თქმით, ექტორი მომგებიანია. გვენეტაძემ ციფრები მოიშველია და თქვა, რომ მიკროსაფინანსო სექტორმა 2019 წელი ₾42 მილიონიანი მოგებიტ დაასრულა, მაშინ როდესაც 2018 წელს სექტორის წმინდა მოგებამ, ₾32-მა მილიონმა შეადგინა. 

რაც შეეხება სესხებს, კობა გვენეტაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორტფელი არის ზრდადი და ზრდის ტემპი 6%-ს შეადგენს. გვენეტაძე აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის დაწყებამ, ხელი შეუწყო სექტორის გაჯანსაღებას და სანდოობის ზრდას.

სებ-ის დირექტორმა ისაუბრა იმ რეგულაციაზეც, რომელიც 1 თებერვლიდან ამოქმედდება. 

"ეს შეეხება იმ წესს, რომლის მიხედვითაც აღარ უნდა მოხდეს გირაოში ჩადებული ნივთების ან ქონების გადაგირავება, რაც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო და ძალიან ბევრ მოწყვლადობას ქმნიდა. ამ ნაბიჯის მთავარი მიზანი იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რადგან დაგირავებული ქონების გადაგირავება  არსებითად ზრდიდა აღნიშნული ქონების დაკარგვის რისკს და აჭიანურებდა სესხის გადახდის შემდეგ ქონების დაბრუნების პროცესს," - ამბობს სებ-ის დირექტორი, კობა გვენეტაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system