თავში

კორონავირუსი და გლობალური ავიაცია

კორონავირუსი და გლობალური ავიაცია
კორონავირუსი და გლობალური ავიაცია

სანამ კორონავირუსთან ბრძოლა კაცობრიობის სასარგებლოდ დასრულდება, მსოფლიო ავიაცია ზარალს ითვლის. 

ყველაზე მეტად კორონავირუსმა ჩინური და აზიური ავიაკომპანიები დააზარალა.

ქვეყნებმა მთლიანად ან ნაწილობრივ უკვე შეწყვიტეს რეისები ჩინეთის მიმართულებით.

ავიაბაზრის ანალიტიკოსების თქმით, მსოფლიოში 2019 წელს გადაყვანილ 4 მილიარდამდე მგზავრს შორის 600 მილიონზე მეტი ჩინეთში, ჩინეთიდან და ჩინეთის შიგნით გადაადგილებაზე მოდიოდა. მხოლოდ შანხაის აეროპორტიდან კორონავირუსის გამო ფრენების საშუალოდ 25% გაუქმნდა.

სპეციალისტები პრობლემებს უწინასწარმეტყველებენ Airbus-სა Boeing-საც, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი დამკვეთები ჩინური ავიაკომპანიები იყვნენ და ჯამში წარმოებული თვითმფრინავების 25%-ის მომხმარებლებიც.

სპეციალისტების თქმით, თუ პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვარდა, ავიაკომპანიებს ბილეთებზე ფასების დაწევა მოუწევთ, განსაკუთრებით, წლის მეორე ნახევარში, როდესაც ბაზარს დიდი რაოდენობით Boing 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავები უნდა ჩაბარდეთ.

რაც შეეხება, კორონავირუსის გავლენას საქართველოზე, სპეციალისტების შეფასებით, ტურიზმის ჭრილში ზარალობს საქართველოც.

პირდაპირი ფრენები ჩვენს ქვეყნებს შორის დროებით შეჩერებულია.

მართალია ჩინელები 2019 წელს მხოლოდ 48071 ვიზიტორით შემოიფარგლნენ, თუმცა ისინი მხარჯველების ტოპ 10-ულში მეშვიდე ადგილს იკავებდნენ და ვიზიტზე საშუალოდ 2 253 ლარს ხარჯავდნენ, რამაც შარშან ჯამში 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

თუ გავითვალისწინებთ რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩინელი ტურისტების რიცხვი საქართველოში გაშვიდმაგდა, მოლოდინი ამ ქვეყნიდან საკმაოდ ოპტიმისტური იყო. ეს მოლოდინი კი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ჩინეთს ამჟამად რთული პერიოდი უდგას. ქვეყანა ახალ კორონავირუსს ებრძვის. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთაც. ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს. პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ქვეყანაში 361 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 17 200-ს აღემატება. 2300-მდე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, 475 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system