თავში

კორონავირუსმა ბანკებიც აზარალა

კორონავირუსმა ბანკებიც აზარალა
კორონავირუსმა ბანკებიც აზარალა

კოვიდ19-ის გავლენას ვერც საბანკო სექტორი გადაურჩა, კომერციული ბანკების წმინდა მოგება ნეგატიურია. ამის შესახებ ეროვნულმა ბანკმა ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. 

ეპიდემიის უარყოფით გავლენაზე საუბრობს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე, რომელიც ფიქრობს, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ, ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ.

,,ბანკების დანაკარგი არის ცალსახად კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემით გამოწვეული, სავარაუდო რისკით შეწონილი აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გავლენის კონკრეტული ეფექტი დღეს არ არის თვლადი, რადგან უცნობია, პანდემია, ტურიზმის გარდა, კიდევ  რომელ სექტორს უშუალოდ დააზარალებს. საბანკო სექტორმა, მარტის მდგომარეობით, 1.2 მილიარდი ლარის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შექმნა და ეს რიცხვი წარმოადგენს მხოლოდ პოტენციურ დანაკარგს. ცხადია, ეს არის რეალიზებული ზარალი, რომ ეს პორტფელი მაინც და მაინც ამ დონეზე გაფუჭდება. მომდევნო 2 თვის განმავლობაში მოხდება ამ რეზერვთან დაკავშირებით კონკრეტულ ციფრამდე მისვლა და წლის ბოლომდე  საბოლოოდ გაირკვევა, რა ეფექტი ექნება კორონავირუსს და როგორ აისახება იგი საბანკო სექტორის მომგებიანობაზე. როგორც კი რეალურად აღნიშნული კრიზისიდან გამოსვლის პროცესი დაიწყება, საბანკო სექტორი მალევე შეძლებს თავიდან აირიდოს ფინანსური მდგრადობის რისკები", - განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არის დროებითი მოვლენა და გამომდინარეობს იქიდან, რომ საბანკო სექტორმა წინასწარ, კონსერვატიულად შეაფასა ის რისკები, რაც წლის ბოლომდე არის მოსალოდნელი. 

რაც შეეხება მოსალოდნელ ზარალს, ძნელაძის ვარაუდით,  თვიდან თვემდე შემცირდება, თუმცა მაღალი მოგების დადებითი მაჩვენებლის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system